შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი

შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (ინგლ. Avengers: Infinity War) — 2018 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი Marvel Comics-ის პერსონაჟების შესახებ. იგი გადაღებულია Marvel Studios-ის მიერ, ხოლო დისტრიბუტორია Walt Disney Studios Motion Pictures. ფილმი არის 2012 წლის „შურისმაძიებლების“ და 2015 წლის „ულტრონის ეპოქის“ გაგრძელება და რიგით მე-19 Marvel-ის კინოსამყაროში. მისი რეჟისორები არიან ენტონი და ჯო რუსო, ხოლო სცენარის ავტორები — კრისტოფერ მარკუსი და სტივენ მაკფილი. ფილმში ჩნდება Marvel-ის უამრავი პერსონაჟი. სიუჟეტით, შურისმაძიებლები გალაქტიკის მცველებთან ერთად ებრძვიან თანოსს, რომელიც ცდილობს უსასრულობის ქვების მოპარვას.

„შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“

ფილმის სატიტულო ბარათი
რეჟისორი ენტონი რუსო
ჯო რუსო
პროდიუსერი კევინ ფაიგი
სცენარის ავტორი კრისტოფერ მარკუსი
სტივენ მაკფილი
ეფუძნება
როლებში
მუსიკა ალან სილვესტრი
ოპერატორი ტრენტ ოპალოქი
მონტაჟი ჯეფრი ფორდი
სტუდია Marvel Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Studios
Motion Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 4 მაისი, 2018 (2018-05-04) (აშშ)
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 325–400 მილიონი აშშ დოლარი[2][3]
შემოსავალი 2.052 მილიარდი აშშ დოლარი[4]

ფილმის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წელს, როდესაც გამოაცხადეს მისი სახელწოდება — „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი — ნაწილი 1“. ძმები რუსოები რეჟისორებად 2015 წლის აპრილში დანიშნეს, ხოლო მაისში მარკუსმა და მაკფილიმ დაიწყეს სცენარზე მუშაობა. 2016 წლის ივლისში სახელწოდება შეამოკლეს და იგი უბრალოდ „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ გახდა. გადაღება დაიწყო 2017 წლის იანვარში, Pinewood Atlanta Studios-ში (ჯორჯია) და გაგრძელდა 2017 წლის ივლისამდე. პარალელურად მიმდინარეობდა შურისმაძიებლების შესახებ შემდეგი, ჯერ უსათაურო ფილმის გადაღებაც. დამატებითი გადაღებები მიმდინარეობდა შოტლანდიაში, ინგლისში, ატლანტის რაიონ დაუნტაუნში და ნიუ-იორკში.

„უსასრულობის ომი“ აშშ-ში კინოგაქირავებაში გამოვიდა 2018 წლის 4 მაისს, IMAX და 3D ფორმატებში. მისი გაგრძელება „შურისმაძიებლები: დასასრული“ გამოვიდა 2019 წლის აპრილში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Person Profile // Avengers: Infinity War (2018): Technical Specifications — 1990.
  2. D'Alessandro, Anthony. (April 8, 2019) 'Avengers: Infinity War' Is King Of Marvel Universe (For Now) – No. 1 In 2018 Most Valuable Blockbuster Tournament. ციტირების თარიღი: April 9, 2019
  3. Rubin, Rebecca. (April 30, 2018) 'Avengers: Infinity War' Officially Lands Biggest Box Office Opening of All Time. ციტირების თარიღი: May 14, 2018
  4. Avengers: Infinity War. IMDb. ციტირების თარიღი: January 26, 2023