შუა ქალაქში“ — ქართული სიტკომის ჟანრის სერიალი მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ უბანში (ვაკეში) ცხოვრობენ. სერიალი დადგმულია სტუდია ღამის შოუს მიერ. სერიალი ექვსი წლის განმავლობაში გადიოდა ტელეკომპანია იმედის ეთერში. პირველი სეზონის პრემიერა გაიმართა 2007 წლის 23 სექტემბერს, ხოლო ბოლო, მეთექვსმეტე სეზონი 2013 წლის 9 ივლისს დასრულდა. 2011 წლის 3 მარტს გამოვიდა მხატვრული ფილმი „10 წლის შემდეგერთხელ შუა ქალაქში10 წლის შემდეგ“. შუა ქალაქში განახლდა 2014 წლის 13 ოქტომბერს როგორც „10 წლის შემდეგ“. მისი ჩვენება 2017 წლის მარტში დასრულდა.

შუა ქალაქში

პოსტერი
ავტორი ღამის შოუ სტუდია
დავით გოგიჩაიშვილი
სცენარი გიორგი ჯანელიძე
ირაკლი ვახტანგიშვილი
ირაკლი კალანდაძე
გუჯა მაჭარაშვილი
პაატა მეიშვილი
რეჟისორი გოჩა კორხელაური
მონაწილეობენ ოთარ ტატიშვილი
მაია დობორჯგინიძე
გოგა ბარბაქაძე
თათული ედიშერაშვილი
თამუნა ნიკოლაძე
ბაჩო ქაჯაია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი დავით გოგიჩაიშვილი
ირაკლი კაკაბაძე
ხანგრძლივობა 40 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი ტელეკომპანია იმედი
ეთერში 23 სექტემბერი, 20079 ივლისი, 2013

2023 წლის 25 სექტემბერს, ტელეარხ „იმედზე“ გაეშვა ახალი ტელეშოუ „სტუმრად შუა ქალაქში“, რომლის წამყვანები არიან: ოთარ ტატიშვილი, თათული ედიშერაშვილი, თამუნა ნიკოლაძე და გოგა ბარბაქაძე.[წყარო არ არის მითითებული 180 დღე]

ფორმატი რედაქტირება

სერიალი გადაღებულია სიტკომის ფორმატში. ღამის შოუ სტუდიამ ეს ფორმატი, როგორც სხვა გადაცემების შემთხვევაში („ღამის შოუ“, „შაბათის შოუ“, „კანდიდატი“ და სხვა) ამერიკული ანალოგებიდან გადმოიღო (მაგ. „მეგობრები“).

ღამის შოუ სტუდიის შემადგენლობა 2007 წლის ზაფხულში გაემგზავრა ამერიკაში, შეხვდა პოპულარული სიტკომების პროდიუსერებსა და სცენარისტებს, დაესწრო ჩაწერების პროცესს. გარდა ამისა, გაიარა ტრენინგი “Warner Brothers Studios”-ში და მოიპოვა ამ ფორმატის კეთების უფლება. შოუს სტილი და იუმორი მისი მასობრივი პოპულარობის მიზეზი გახდა. სერიალის პირველი სერია ეთერში 2007 წლის 23 სექტემბერს გავიდა. სერიალი ეთერში გადიოდა ყოველ შაბათსა და კვირას, საღამოს 10 საათზე, იმედის არხზე.

სიუჟეტი და გმირები რედაქტირება

სერიალი 8 მეგობრის ირაკლის, მარიკას, დათოს, ანანოს, სანდროს, ეკას, ქეთევანისა და თამარის შესახებ მოგვითხრობს, რომელებიც თბილისში ვაკეში ცხოვრობენ. ირაკლი ჩხეიძე ექიმია და ქვეყნის მთავარ საავადმყოფოში მუშაობს. მარიკა ირაკლის მეუღლე და დიასახლისია, დათო ალექსიძე მარიკას ბიძაშვილი და მხატვარია, რომელიც ცოლთან გაშორების შემდეგ თავის ბიძაშვილ მარიკასთან და მის მეუღლე ირაკლისთან ბინაში გადადის საცხოვრებლად. ეკა წარმატებული კომპანიის მენეჯერი და მეგობრების მარიკას, ანანოს, ქეთევანის, თამარის და სანდროს თანაკლასელია, ანანო აგროსპეციალისტი და მეგობრების თანაკლასელია, ძალიან უყვარს ბუნება და ცხოველები. სანდრო მახარაძე იურისტია, რომელმაც განათლება ლონდონში მიიღო და ამით ძალიან ამაყობს, თუმცა რეალურად არც ისეთი განათლებულია, როგორსაც ახასიათებს საკუთარ თავს. ქეთევან და თამარ ღლონტები დები არიან, რომლებიც ირაკლისა და მარიკას მეზობლად ცხოვრობენ და მეგობრების თანაკლასელები არიან.

სერიალი 2 ეტაპად იყოფა: მთელი 10 სეზონის განმავლობაში, მასში ერთი და იგივე გმირები მონაწილეობდნენ, მეთერთმეტე სეზონიდან კი ახალი ეტაპი დაიწყო და სერიალის ძველი გმირების უმეტესობა ახლით ჩანაცვლდა.

როლებში რედაქტირება

პირველი ეტაპი რედაქტირება

 
კადრი სერიალის პირველი სეზონიდან (დათო (გოგა ბარბაქაძე) მარცხნივ და ირაკლი (ოთარ ტატიშვილი) მარჯვნივ).

სერიალის პირველი ეტაპი არის რამდენიმე მეგობარზე, რომლებიც სასაცილო სიტუაციებში ვარდებიან.

2010 წლის სექტემბერში, მე-8 სეზონიდან, სცენარისტების გადაწყვეტილებით სერიალი სამმა მთავარმა პერსონაჟმა „სანდრომ“, „ანანომ“ და „სალომემ“ დატოვა.

მეორე ეტაპი რედაქტირება

სერიალის მეორე ეტაპი მე-11 სეზონიდან იწყება. ამ ეტაპზე სერიალს ძველი გმირები ახლებმა შეცვალეს. ძველი გმირებიდან მხოლოდ ლაშა ტორონჯაძე (ბაჩო ქაჯაია) და პაატა ფერაძე (ნოდარ გურგენაშვილი) დარჩნენ.

შემოქმედებითი ჯგუფი რედაქტირება

პროექტის მენეჯერი

  • დავით გოგიჩაიშვილი

აღმასრულებელი პროდიუსერი

  • ირაკლი კაკაბაძე

პროექტის დირექტორი

  • ვანო ჭელიძე

დამდგმელი დირექტორი

  • გოჩა კორხელაური

სცენარის ავტორები

  • გიორგი ჯანელიძე
  • ირაკლი ვახტანგიშვილი
  • გუჯა მაჭარშვილი
  • პაატა მეიშვილი
  • ირაკლი კალანდაძე

სცენარი

  • ლევან კვარაცხელია
  • თენგო მეგრელიშვილი
  • გიორგი კაპანაძე

კომპიუტერული გრაფიკა და რედაქტირება

  • ვახო კაკაურიძე
  • მერაბ დევიძე
  • გიორგი ზენაიშვილი

დამდგმელი ოპერატორები

  • ირაკლი გოქაძე
  • ლევან გაბუნდაშვილი

ოპერატორები

  • მერაბ კიკნაძე
  • გიორგი ბენდიაშვილი
  • ბექა შაკაშვილი

მხატვარი

  • ეკა ამაშუკელი

სეგმენტი-პროდიუსერები

  • მარიამ მდინარაძე
  • ნინი კინწურაშვილი

კოორდინატორი

  • ეკა კიკვაძე

სტუდიის დიზაინი

  • ვანო ჭელიძე
  • ეკა ამაშუკელი

დეკორატორები

  • გელა გელაშვილი
  • თენგო ამირიძე

ხმის ოპერატორი

  • გიორგი სარალიძე

განათება

  • ირაკლი გოკაძე
  • ვალიკო მაჩაბელი
  • დავით კუპატაძე

მუსიკის ავტორი

  • გიგა მიქაბერიძე

შესავალის გრაფიკა

  • ეკა ბიჭიაშვილი

სტუდიის ინჟინრები

  • იური აგენიანი
  • ავთო ქაჯაია
  • გია მერაბიშვილი
  • რამაზ დანელია

მაკიაჟი

  • ირინა იამანიძე

ოპერატორების ასისტენტი

  • გიორგი ჩიღლაძე

ფორმატის კონსულტანტები

  • მიტ სემუელი
  • ბილ პერსკი
  • ჯონ მარკუსი
  • ნორმ გუნზენჰაუერი
  • ბრიუს ფერბერი
  • კრეგ კნაიზგი

სერიალის დასასრული რედაქტირება

2013 წლის ივლისის ბოლოს, „შუა ქალაქში“ მეთექვსმეტე სეზონი და ამასთან მთლიანად სერიალიც დასრულდა. მისი საეთერო დრო ტელე-იმედზე ახალმა სიტუაციურმა კომედიამ - „ჩვენი ამბავი“ დაიკავა.

სერიალის დაბრუნება რედაქტირება

2014 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ „შუა ქალაქში“ ძველი შემადგენლობით და ახალი სახელით — „შუა ქალაქში 10 წლის შემდეგ“ დაუბრუნდებოდა ტელემაყურებლებს[1]. განახლებული სერიალი „Tv11-სა“ და „მაესტროზე“ გავიდა. პირველი სეზონის დასრულების შემდეგ მეორე სეზონიდან „შუა ქალაქში“ კვლავ ტელეკომპანია „იმედს“ დაუბრუნდა. სერიალი მეშვიდე სეზონის შემდეგ დახურეს. უკანასკნელი სეზონის ბოლო, მეათე ეპიზოდი, 2017 წლის 25 მარტს გავიდა ეთერში.

სერიალის განმეორება რედაქტირება

2019 წლის დასაწყისში, ტელეკომპანია იმედიმა სერიალი თავიდან ჩაუშვა თავის საეთერო ბადეში. სერიალმა ისევ დიდი რეიტინგი მოიპოვა სატელევიზიო სივრცეში და ბევრ წარმატებულ შოუს და ტელესერიალს მოუგო რეიტინგებში.

DVD გამოცემები რედაქტირება

სეზონების DVD-ები რედაქტირება

  • 1-1. შუა ქალაქში სეზონი 1 - გასაჭირი თბილისში
  • 1-2. მთლიანი პირველი სეზონი
  • 2-1. მეორე სეზონი + რაც ეთერში ვერ მოხდა.
  • 2-2. სეზონი 2 - გაგრძელება
  • 3-1. მესამე სეზონი + გადაღება
  • 3-2. სეზონი 3 - საუკეთესო დრო
  • 4. სეზონი 4 - კომედიები უახლეს სეზონში
  • 5. საპრემიერო სეზონი (5) - სიცილის ადგილი
  • 6-1. TRED-სერიები შუა ქალაქის (მე-6 სეზონი)
  • 6-2. სეზონი 6 - სახლში საერთოდ არ მოგწყინდება
  • 7. სეზონი 7 - მთლიანი კომედია
  • 8. სეზონი 8

სხვა DVD-ები რედაქტირება

  • შუა ქალაქში საუკეთესო 10 სერია (არაოფიციალური)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება