შოშონები (ინგლ. Shoshone) — ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელ ტომთა ჯგუფი. 2000 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა 12 300 ადამიანს შეადგენდა. ლაპარაკობენ იუტო-აცტეკური ენების ოჯახში შემავალ შუშონურ ენებზე. იყოფიან 3 ტომობრივ ჯგუფად: შოშონები-პუებლო (ჰოპი), პლატოს შოშონები და სამხრეთ კალიფორნიის შოშონები; ისინი განვითარების სხვადასხვა სტადიაზე იყვნენ, თუ ერთი ჯგუფი მისდევდა ნადირობას, თევზჭერას, შემგროვებლობას, მეორე მიწათმოქმედებას ეწეოდა. XVIII საუკუნის შუა წლებში შოშონების მეურნეობის ძირითად დარგად იქცა ბიზონებზე ცხენით ნადირობა. XIX საუკუნის შუა წლებში შოშონები გადაასახლეს რეზერვაციებში (ნევადის, იუტის, აიდაჰოს, ორეგონის შტატები). ცხოვრობენ ქალაქებშიც.

შოშონები
საერთო მოსახლეობა
12, 300 (2000წ)
ენები შოშონური, ინგლისური

ლიტერატურა რედაქტირება