შოტლანდიური ტერიერი

შოტლანდიური ტერიერი (ინგლ. Scottish Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია შოტლანდიაში XIX საუკუნეში.

შოტლანდიური ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა შოტლანდია
თვისებები
წონა 8,5-10,5 კგ.
სიმაღლე 25-28 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

როგორც ჩანს, თანამედროვე შოტლანდიური ტერიერი დასავლეთ შოტლანდიის სანაპიროსთან მდებარე კუნძულების მკვიდრი ძაღლების შთამომავალია. ჩრდილოეთ ამერიკაში ამ დაკუნთული, მშვიდი ხასიათის მონე ტერიერის პოპულარობა უფრო დიდი იყო, ვიდრე დიდ ბრიტანეთში. თავისი შოტლანდიური ტერიერის, სახელად ფეილის თანხლებით ხშირად მოგზაურობდა ამერიკის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, ხოლო უოლტ დისნეიმ, ეს "ჯენტლმენური" გარეგნობის ძაღლის სახე უკვდავყო ფილმში "ლედი და მაწანწალა". მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიური ტერიერი გამოიყვანეს წვრილ, მიწისქვეშა ხვრელებში პატარა ცხოველებზე სანადიროდ, დღესდღეობით ის ოჯახის უსაყვარლესი წევრია.

თავდაჭერილი და ოდნავ ამაყი, შოტლანდიური ტერიერი შესანიშნავი მოდარაჯეა. კარგად ეგუება სიცივეს, ძნელად იწვრთნება. აქვს ძალიან ძლიერი უკანა ფეხები, გრძელი ბანჯგვლიანი წარბები. ბოლოსკენ შევიწროებული კუდი მუდამ ვერტიკალურად დგას. ბალანი უხეშია, შეიძლება იყოს ხორბლისფერი, ჟღალი თეთრით, ჟღალი შავით, შავი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება