შოტე გალიცა (დ. 1895 — გ. 1927), დაბადებული როგორც ქერიმე ჰალილ რაშიდევა — ალბანეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრი, რომლის მიზანიც ალბანეთის ტერიტორიების გაერთიანება და დემოკრატიული ეროვნული მთავრობის მხარდაჭერა იყო. ის ალბანეთის სახალხო გმირად გამოაცხადეს[1]

შოტე გალიცა
ქერიმე ჰალილ რაშიდევა
დაბადების თარიღი 4 ოქტომბერი, 1895
დაბადების ადგილი დრენიცა, ოსმალეთის იმპერია(დღევანდელი კოსოვო)
გარდაცვალების თარიღი 1927
გარდაცვალების ადგილი ფუშა-კრუია,ალბანეთი
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები ბალკანეთის ომები
ჯილდოები ალბანეთის სახალხო გმირი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა დრენიცის რეგიონის სოფელში, რომელიც დღეს კოსოვოში მდებარეობს. მას ჰყავდა 6 ძმა. მამას ექვსი ვაჟის შემდეგ ძალიან გაუხარდა ქალიშვილის შეძენა და მას განსაკუთრებულად ექცეოდა - ყოველთვის დაჰყავდა შეკრებებზე, პოლიტიკურ განხილვებზე, სადაც ახალგაზრდა შოტე სწავლობდა ომების, კოსოვოს ოკუპაციის შესახებ.

შოტე აზემ გალიცაზე 1915 წელს დაქორწინდა. აზემი მთის ყაჩაღი იყო, რომელიც ციხიდან გამოიქცა, რათა გაეგრძელებინა გათავისუფლებისთვის ბრძოლა. სერბებმა არ დაივიწყეს ციხიდან გაქცევა და ქორწილიდან 2 კვირაში მათ სახლს ალყა შემოარტყეს. არათანაბარ ბრძოლაში აზემის ორი ძმა დაიღუპა. ამ შემთხვევის შემდეგ შოტემ გადაწყვიტა მთის ყაჩაღებს შეერთებოდა და მათ გვერდით ებრძოლა.

შიტე 12 წელი იბრძოდა დემოკრატიული ალბანეთისათვის და კოსოვოსთვის. 1919 მონაწილეობა მიიღო დასავლეთ კოსოვოს აჯანყებაში წელს და 1921-23 წლებში სერბთა ჩაგვრის წინააღმდეგ,იუნიკში. 1924 წელს დრენიცის გასათავისუფლებლად იბრძოდა. 1925 წელს მეუღლის, აზემ გალიცას გარდაცვალების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა პარტიზანთა ჯგუფს და ბაირამ ცურის მხარდამხარ განაგრძო ბრძოლა.ყოფილი კოსოვოს ვილაიეთიდან ასობით ჯარისკაცი იბრძოდა იუგოსლავიური ძალების წინააღმდეგ. შოტე განსაკუთრებულად ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მან შეიპყრო სერბი გენერალი და ჯარისკაცები ჩიტაკოვოში.

გალიცას 22 ოჯახის წევრი დაეღუპა ბალკანურ ომებში.

1927 წლის ზაფხულში შოტე ალბანეთში დაბრუნდა და ფუშა-კრუიაში გაატარა ბოლო თვეები. გარდაიცვალა 32 წლის ასაკში[2]

სქოლიო რედაქტირება