შოთა იამანიძე (დ. 15 მარტი, 1937, თბილისი — გ. 15 ოქტომბერი, 1971, იქვე) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

შოთა იამანიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
შოთა დავითის ძე იამანიძე
დაბადების
თარიღი
15 მარტი, 1937
დაბადების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
15 ოქტომბერი, 1971 (34 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1954—1967 დინამო თბ. 300 (65)
ეროვნული ნაკრები
1959 სსრკ (ოლიმპ.) 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და გუნდის კაპიტანი.[1][2][3][4]

სამჯერ შევიდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. იყო თბილისის „დინამოს“ 1960-იანი წლების პირველი ნახევრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. გამოირჩეოდა კარგი დრიბლინგით, ტექნიკით, ორგანიზატორული თვისებებით.

სსრ კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში ჩაატარა ერთი მატჩი.

დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1964
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1959, 1962, 1967

სანაკრებო რედაქტირება

  საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1956

ინდივიდუალური რედაქტირება

33 საუკეთესო
  • №1: 1964
  • №3: 1961, 1962

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

შოთა იამანიძე იყო პირველი კაპიტანი თბილისის „დინამოს“ ისტორიაში, რომელმაც ფეხბურთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონის თასი აღმართა.

1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე შოთა იამანიძე 550 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[5][6]

1986, 1997 და 2008 წლებში ჟურნალისტმა დემიკო ლოლაძემ შოთა იამანიძისადმი მიძღვნილი წიგნები გამოსცა.

თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ქუჩა შოთა იამანიძის სახელობისაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ოფისი 1990–2000 წლებში ამ ქუჩაზე, № 5 შენობაში იყო განთავსებული.

ლიტერატურა რედაქტირება

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ციტატა: 1964 წლის 18 ნოემბერი — გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილსის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 აგვისტო, 2019. წყარო: fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  2. ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში — 18 ნოემბერი. ციტატა: 1964. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 აგვისტო, 2019. წყარო: worldsport.ge. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  3. "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1/ Чемпионат СССР 1964. 18 ноября 1964 (ср). "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1 (0:1, 1:0, д.в. 3:0). Дополнительный матч за первое место. 18 ноября 1964. 18:00. Ташкент. Стадион "Пахтакор". 70000 зрителей. "Динамо" Тб: Котрикадзе, Б.Сичинава, Зейнклишвили, Цховребов, Рехвиашвили, Яманидзе (к), Г.Сичинава, Метревели, Датунашвили, Баркая, Месхи. "Торпедо" М: Шаповаленко, Андреюк, Мещеряков, Шустиков, Сараев, Марушко, Воронин, Соловьёв, Вал.Иванов (к) (Сидоров, 62), Щербаков, Сергеев. Голы: 0:1 Щербаков (56), 1:1 Датунашвили (73), 2:1 Датунашвили (92), 3:1 Месхи (102), 4:1 Метревели (107, с пенальти). დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 10 თებერვალი, 2016. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  4. Золотой матч чемпионата СССР 1964 года.
  5. პაიჭაძე და ძმანი მისნი... რადიორედაქციის კონკურსის შედეგად // „ლელო“, 16 მაისი, 1968, № 95 (3579), გვ. 2–3.
  6. 1921–1968: საქართველოს ნაკრები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-01. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022