შმალკალდენის კავშირი

შმალკალდენის კავშირიგერმანელი პროტესტანტების პოლიტიკური გაერთიანება, შეიქმნა მას შემდეგ, რაც იმპერატორმა კარლ V-მ არ სცნო აუგსბურგის აღსარება. ხელი მოაწერეს 1531 წლის 27 თებერვალს თიურინგიის ქალაქ შმალკალდენში. შმალკალდენის კავშირში შევიდნენ ლუთერანი მთავრები: კურფიურსტი იოჰან ფრიდრიხ საქსონელი, ლანდგრაფი ფილიპ ჰესენელი, მოგვიანებით ულრიხ ვიუტემბერგელი, ჰერცოგი მორიც საქსონელი, და სხვა, აგრეთვე ქალაქები მაგდებურგი, ბრემენი, სტრასბურგი, ულმი და სხვა. კარლ V-მ შმალკალდენის ომში (1546-1548 წწ.) დაამარცხა შმალკალდენის კავშირის წევრები და იგი დაიშალა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება