შლაგბაუმი (გერმ. schlagbaum — დაცემული ხე) — ძელის სახის მოწყობილობა, რომელიც გზას უღობავს საავტომობილო ტრანსპორტსა და ფეხით მოსიარულეებს. ჩვეულებრივ, იკეტება რკინიგზის გადასავალზე მატარებლის გავლის წინ და იხსნება მატარებლის გავლის შემდეგ. შლაგბაუმი არსებობს ხელით სამართი, მექანიკურ-ამძრავიანი და ავტომატური. ძელს, ჩვეულებრივ, გააჩნია საპირწონე, რათა გაიოლდეს მისი აწევ-დაწევა.

თანამედროვე შლაგბაუმი სარკინიგზო გზაჯვარედინზე ავსტრალიაში

ლიტერატურა რედაქტირება