შირნაქი (თურქ. Şırnak) — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სამხრეთ ანატოლიის რეგიონში, სირიასა და ირანის მოსაზღვრე შირნაქის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს 1 650 მეტრზე ზღვის დონიდან. 2012 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქ შირნაქის მოსახლეობა 63 298 ადამიანს შეადგენდა. შირნაქს აქვს მერია და მისი მერი არის რამაზან უისალი.

ქალაქი
შირნაქი
Şırnak
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია შირნაქი
კოორდინატები 37°30′59″ ჩ. გ. 42°27′40″ ა. გ. / 37.51639° ჩ. გ. 42.46111° ა. გ. / 37.51639; 42.46111
მერი რამაზან უისალი
ფართობი 1 863,61 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1 650
მოსახლეობა 63 298 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+90) 486
საფოსტო ინდექსი 73000
საავტომობილო კოდი 73
ოფიციალური საიტი sirnak.bel.tr
შირნაქი — თურქეთი
შირნაქი

მიუხედავად იმისა, რომ შირნაქის პროვინცია სირიასა და ირანის საზღვარზე მდებარეობს, ქალაქი შირნაქი არც ერთ მათგანს არ ესაზღვრება. შირნაქი სიირთის პროვინციას და საკუთარი პროვინციის ქალაქებს, ულუდერეს, სილოპის, ჯიზრეს, გიუჩლიუქონაქსა და ბეითიუშშეპაბს ესაზღვრება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება