შირინ ებადი (სპარს. شيرين عبادى; დ. 21 ივლისი, 1947) — ირანელი იურისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი, დამაარსებელი ბავშვთა უფლებების დამცველი ასოციაციისა ირანში.

შირინ ებადი 2005 წელს

2003 წლის 10 ოქტომბერს მას ნობელის პრემია გადასცეს მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში, განსაკუთრებით კი დევნილების, ქალებისა და ბავშვების საკითხში. შირინი პირველი ირანელია, რომელსაც ასეთი პრემია ხვდა წილად.

ბიოგრაფია რედაქტირება

შირინი გამოჩენილი ირანელი იურისტის მოჰამედ ალი ებადის ქალიშვილია. მან თეირანის უნივერსიტეტში 1969 წელს იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ნახევარწლიანი პრაქტიკის შემდეგ მოსამართლე გახდა. 1971 წელს შირინმა დისერტაცია დაიცვა და პირველი ირანელი ქალი გახდა, რომელიც ადგილობრივი სასამართლოს (თეირანის საქალაქო სასამართლოს) თავმჯდომარედ დაინიშნა. თუმცაღა ირანში ისლამური რევოლუციის შემდეგ ის ჩამოაქვეითეს და სასამართლოს მდივნად დანიშნეს, იმ მოსაზრებით, რომ ისლამის მიხედვით, ქალი არ უნდა ყოფილიყო უფლებამოსილი მამაკაცისთვის მსჯავრი დაეკისრებინა ანდაც რაიმე დამავალდებულებელი განაჩენი გამოეტანა. ებადიმ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და თითქმის ათი წლის მანძილზე იურიდიული განხრით მუშაობას ვეღარ ახერხებდა. 1993 წელს მან, როგორც იქნა, შესძლო იურიდიული კონსულტაციების კანტორა გაეხსნა. 1980-იან წლებში ძირითადად წიგნებსა და სტატიებს წერდა, რითიც გაითქვა კიდეც სახელი სამშობლოში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: