შირაზი (სპარს. شیراز) — ქალაქი სამხრეთ ირანში, ფარსის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი, ირანში მოსახლეობის მხრივ რიგით მეექვსე ქალაქი; 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 1,711,186 კაცს.

ქალაქი
შირაზი
شیراز
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
რეგიონი ფარსი (ოსტანი)
კოორდინატები 29°36′00″ ჩ. გ. 52°31′00″ ა. გ. / 29.60000° ჩ. გ. 52.51667° ა. გ. / 29.60000; 52.51667
მერი მეჰრან ეტემადი[1]
პირველი ხსენება 2. millennium BCE
ფართობი 340 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1,500
ოფიციალური ენა სპარსული ენა
მოსახლეობა 1,711,186 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 3609 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1 676 927
სასაათო სარტყელი UTC+3:30
სატელეფონო კოდი 711
ოფიციალური საიტი eshiraz.ir
შირაზი — ირანი
შირაზი

ქალაქი განლაგებულია ზაგროსის მთიანეთში, 1500 მეტრზე ზღვის დონიდან.

ისტორია რედაქტირება

სასანიანთა დროს შირაზის ადგილას იყო დასახლება. როგორც ქალაქი დააარსეს არაბებმა VII საუკუნეში. X-XI საუკუნის შუა წლებიდან ბუიდების სახელმწიფოს ერთ-ერთი ცენტრია. XIV საუკუნეში ორჯერ დაიპყრო თემურლენგმა. XIV-XV საუკუნეებში ცნობილი იყო შირაზის სამინიატურო სკოლა. XVIII საუკუნის II ნახევარში ზენდების დროს გახდა ირანის დედაქალაქი. შირაზი საადისა და ჰაფეზის სამშობლოა. შირაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით 50 კმ დაშორებით არის პერსეპოლისის ნანგრევები. ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ციხესიმაგრის კედლები და სხვა. შირაზის მახლობლად არის საადის მავზოლეუმი.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება