შინდისი (გორის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შინდისი (მრავალმნიშვნელოვანი).

შინდისისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ფხვენისი, ქვემო ხვითი, ყელქცეული). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 760 მეტრი, გორიდან 20 კილომეტრი. შინდისში დგას წმ. გიორგის ეკლესია (1751). სოფლის მახლობლად შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — გვიანდელი შუა საუკუნეების ციხე.

სოფელი
შინდისი

შინდისის ციხე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი შინდისი
კოორდინატები 42°07′38″ ჩ. გ. 44°00′41″ ა. გ. / 42.12722° ჩ. გ. 44.01139° ა. გ. / 42.12722; 44.01139
ცენტრის სიმაღლე 760
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2667[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,6 %
ოსები 0,8 %
სომხები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შინდისი (გორის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
შინდისი (გორის მუნიციპალიტეტი)
შინდისი (გორის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
შინდისი (გორის მუნიციპალიტეტი)
შინდისი (გორის მუნიციპალიტეტი) — გორის მუნიციპალიტეტი
შინდისი (გორის მუნიციპალიტეტი)

ისტორია რედაქტირება

სოფლის გლეხებმა, რომლებსაც სისტემატურად ატყუებდნენ სოფლის მამასახლისი, მომრიგებელი და შუამავალი, 1905 წლის 13 მარტს დაარბიეს კანცელარიის შენობა. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელში მოხდა ბრძოლა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს შორის.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 2667 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 3024 1493 1531
2014[1]   2667 1342 1325

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II