შინაური ინდაური — შინაური ფრინველი, ჩვეულებრივი ინდაურის მოშინაურებული ფორმა. თავისი გარეული ნათესავებისაგან დიდი ზომითა და წონით განსხვავდება. შინაურ ფრინველთა შორის ინდაური ყველაზე დიდია და მას ხორცისათვის ამრავლებენ. მოზრდილი ინდაური იწონის 12-16 კგ, ყველაზე დიდი - 20 კგ-მდე. კვერცხს დება მე-10, მე-11 თვიდან, ჩვეულებრივ იანვარ-მარტში (წელიწადში დაახლოებით 90 კვერცხი, ყველაზე მეტო 150-მდე). კვერცხის მასაა 80-88 გრამი. კვერცხის ინკუბაცია 28 დღე-ღამეს გრძელდება (რეჟიმი ქათმის კვერცხის მსგავსია). შემოდგომაზე თითო ინდაურისგან შეიძლება გამოვზარდოთ 40-60 და მეტი ფრთა მოზარდული, რაც 3-4 თვეში 160-200 კგ ხორცს მოგვცემს. ნასუქი ინდაურის ნაკლავის გამოსავალი 85-90%-ს აღწევს. სანაშენე ინდაურებს იყენებენ 3 წლამდე. ინდაურის ხორცი დიეტური პროდუქტია, გემრიელი, ორგანიზმიც კარგად ითვისებს. კუნთოვანი ქსოვილი ნაკლავის მასის დაახლოებით 50%-ს შეადგენს.

დედალი (წინ) და მამლები (უკან)

მეინდაურეობა კარგად არის განვითარებული ინგლისში, აშშ-ში, კანადაში, სადაც ინდაურის ხორცის წარმოება ძირითადად სამრეწველო საფუძველზე ხდება.

საქართველოში რუსეთიდან შემოიყვანეს XVIII საუკუნეში და ფართოდ გავრცელდა ყველა მხარეში. ბევრია შინაური ინდაურის პოპულაცია — შავი, ბრინჯაოსფერი, ნაცარა, ჩალისფერი და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება