შინაური ვირი, ასევე ცნობილია როგორც სახედარი (ლათ. Equus africanus asinus) — კენტჩლიქოსანი ცხოველი ცხენის გვარისა. აფრიკული ველური ვირის ქვესახეობა. შინაური ვირის ჯიშის ორი ჯგუფი არსებობს:

  • აფრიკისა და აზიის ადგილობრივი ტანმორჩილი (მ. შ. ყაზახური, შუა აზიისა და კავკასიური) და ტანადი ვირი (მ. შ. ჩინური, შანდურის ვირი);
  • კულტურული ვირის ჯიშები, რომლებსაც ძირითადად იყენებენ, ჯორის გამოსაყვანად. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პუატუური (საფრანგეთი), კატალონიური (ესპანეთი) და ამერიკული ვირები.
შინაური ვირი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  კლასი
რიგი:  კენტჩლიქოსნები
ოჯახი:  ცხენისებრნი
გვარი:  ცხენი
ქვეგვარი:  ვირი
სახეობა:  აფრიკული ველური ვირი
ქვესახეობა:  შინაური ვირი
ლათინური სახელი
Equus africanus asinus

ვირს სასაპალნე და შესაბმელ პირუტყვად იყენებენ. განსაკუთრებით მთაგორიან ადგილებში და ბილიკებით სავალ გზებზე. ვირს საშუალოდ შეუძლია ზურგით 70-80 კგ-მდე ტვირთის გადატანა, საზიდრით კი — 2,5 ტ-მდე. ვირს სამუშაოდ 2 წლიდან იყენებენ. საქართველოში (კახეთში, მესხეთ-ჯავახეთში, აფხაზეთში) გავრცელებული ვირი ტანად პატარაა, სიმაღლით 95 სმ. მოვლა-კვების მიმართ ნაკლებმომთხოვნია, გამძლე და ამტანია, იშვიათად ავადდება.

ლიტერატურა რედაქტირება