შიმშილის თამაშების ტრილოგია

შიმშილის თამაშების ტრილოგია (ინგლ. The Hunger Games trilogy) — ამერიკელი მწერლის, სიუზენ კოლინზის ტრილოგია. ტრილოგიაში შედის რომანები: „შიმშილის თამაშები“ (2008), „ცეცხლის ალში“ (2009) და „კაჭკაჭჯაფარა“ (2010). მოკლე დროში ტრილოგიაში შემავალი რომანები ბესტსელერები[1] გახდა. პირველი ორი რომანი[2] თითქმის 2 წლის განმავლობაში აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი წიგნების სიაში იყო[3][4]. კომპანია „Lionsgate“-მა უფლება მოიპოვა ტრილოგიის ყველა ნაწილის ეკრანიზაციაზე[5]. პირველი რომანის მიხედვით ფილმი გამოვიდა 2012 წლის 22 მარტს[6][7].

შიმშილის თამაშების ტრილოგია
The Hunger Games trilogy
წიგნები
ავტორი სიუზენ კოლინზი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი სათავგადასავლო რომანი
სამეცნიერო ფანტასტიკა
გამომცემელი Scholastic
პირველი გამოცემა 14 სექტემბერი 200824 აგვისტო 2010
მედია მაგარი ყდა

შექმნის ისტორია რედაქტირება

პირველი რომანის წინასიტყვაობაში სიუზენ კოლინზი ასახელების შიმშილის თამაშების სიუჟეტის შექმნის რამდენიმე მიზეზს. უპირველეს ყოვლისა, ის მოიხსენიებს ძველბერძნულ მითს თეზევსა და მინოტავრზე, რომლის მიხედვითაც წარსულის შეცდომების გამო ათენელები პერიოდულად აგზავნიდნენ კრეტაზე შვიდ ყმაწვილს და სამ გოგონას,რომლებსაც აგდებდნენ ლაბირინთში და ამგვარად ურჩხულს შესაჭმელად სწირავდნენ[1][8]. მეორე მიზეზად კოლინზი ასახელებს მამის სამხედრო კარიერას, რომელიც იყო სამხედრო-საჰაერო ძალების ვეტერანი, სამხედრო სპეციალისტი და ისტორიკოსი, და რომელთან ერთადაც ის მოგზაურობდა ცნობილი ბრძოლების ადგილებში[1][9]. ამავდროულად სიუზენს მოჰყავს შემთხვევა, რომელმაც კატალიზატორის როლი შეასრულა: ტელევიზორის ყურებისას ის უეცრად რეალითი-შოუდან გადავიდა რეპორტაჟზე, რომელიც ასახავდა ერაყის ომში მომხდარ რეალურ სამხედრო მოვლენებს[1][10].

სერიის წიგნები რედაქტირება

2006 წელს სიუზენ კოლინზმა და „Scholastic Press“-მა ხელი მოაწერეს კონტრაქტს (ექვსციფრიან თანხაზე) სამ წიგნზე[11], ამიტომაც აშშ-ს ტერიტორიაზე ტრილოგიის ყველა ნაწილი გამოდიოდა სწორედ ამ გამომცემლობაში[12].

შიმშილის თამაშები რედაქტირება

აშშ-ში რომანი გამოიცა 2008 წლის 14 სექტემბერს[13]. მკითხველების მოზღვავებული ინტერესის გამო[1], დაგეგმილი ტირაჟი 4-ჯერ გაიზარდა[11].

ნახევარ წელიწადში (2010 წლის 11 თებერვლის მდომარეობით) გაიყიდა 800 000-ზე მეტი ასლი[14] მსოფლიოს 26 ქვეყანაში[15]. მოკლე დროში „შიმშილის თამაშები“ ბესტსელერი გახდა („USA Today“-ს ტაბლოიდებისა [3] და „ნიუ-იორკ თაიმსის“-ის მიხედვით[4]). რომანი გამორჩეულია ნომინაციაში 2009 წლის საუკეთესო წიგნი მოზარდთათვის („ნიუ-იორკ თაიმსი“)[16] და დასახელებულია წლის საუკეთესო რომანად (ამერიკის ბიბლიოთეკური ასოციაციის მიერ[17] и School Library Journal[18]). როგორც საუკეთესო ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში „შიმშილის თამაშებმა“ მიიღო პრიზი „2008 Cybil Winner“[19].

ცეცხლის ალში რედაქტირება

2009 წლის 1 სექტემბერს, ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ[20], გამოვიდა რომანი — „ცეცხლის ალში“ (ინგლ. Catching Fire, სიტყვასიტყვით აალება)[21], ტრილოგიის გაგრძელება. ნახევარ წელიწადში (2010 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით) გაიყიდა 750 000-ზე მეტი ასლი[14]. წიგნი „ცეცხლის ალში“ შევიდა წლის საუკეთესო წიგნების ათეულში, ჟურნალ „ტაიმისა“[22] და People Magazine’s-ის რეიტინგის თანახმად[23]. „Publishers Weekly“-მა რომანი დაასახელბა 2009 წლის საუკეთესო წიგნად[24].

კაჭკაჭჯაფარა რედაქტირება

ტრილოგიის საბოლოო რომანი — „კაჭკაჭჯაფარა“ (ინგლ. Mockingjay) გამოვიდა 2010 წლის 24 აგვისტოს[25], და პირველივე კვირას გაიყიდა 450 ათასზე მეტი ეგზემპლარი[26]. თავისი სახელწოდება წიგნმა მიიღო გამოგონილი ფრინველიდან, რომელიც „შიმშილის თამაშების“ სამყაროში ბინადრობდა (ითვლება, რომ სწორედ ის არის გამოსახული ტრილოგიის პირველი წიგნის ამერიკული გამოცემის გარეკანზე[27]). კაჭკაჭჯაფარა წარმოადგენს მამალი-ჯაფარასა და კაჭკაჭის ჰიბრიდს — გენეტიკურ მუტანტს, რომელიც კაპიტოლიუმის ლაბორატორიებში შექმნეს რაიონების აჯანყების დროს (ჩიტს შეეძლო მონასმენი დიდი ტექსტების დამახსოვრება და შემდეგ მათი თქმა, ამგვარად ასრულებდა ჯაშუშის როლს).

სიუჟეტი რედაქტირება

პერსონაჟები რედაქტირება

  • ქეთნის ევერდინი (ინგლ. Katniss Everdeen — სახელი მომდინარეობს მცენარე ისარასგან) — ტრილოგიის მთავარი გმირი, რომლის სახელითაც მიდის თხრობა. ცხოვრობს მე-12 რაიონში დედასა და უმცროს და პრიმთან ერთად (ინგლ. Primrose Everdeen). როდესაც ქეთნისი იყო 11 წლის, მამამისი გარდაიცვალა საბადოში აფეთქების შედეგად, რამაც ქეთნისი იძულებული გახადა, საკუთარ თავზე აეღო ოჯახის მარჩენლის როლი და კაპიტოლიუმის წესების მიუხედავად დაიწყო ნადირობა რაიონის საზღვრებს გარეთ.
  • პიტა მელარკი (ინგლ. Peeta Mellark) — ხაბაზის თექვსმეტი წლის ვაჟი, მე-12 რაიონის მეორე ტრიბუტი, ქეთნისის თანაკლასელი. ხუთი წლიდან პიტა ჩუმად არის შეყვარებული ქეთნისზე (მიუხედავად იმისა, რომ ქეთნისი და პიტა ერთ კლასში სწავლობდნენ, ისინი არ მეგობრობდნენ და პრაქტიკულად არ ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, რადგან პიტა შეძლებული ვაჭრის შვილი იყო, ქეთნისი კი — ღარიბი ოჯახის). როდესაც ეს ფაქტი შეიტყვეს, ტრიბუტების მენტორები (დამრიგებლები) წყვეტენ, ითამაშონ ბავშვების შეყვარებულობაზე და ამგვარად გამოიწვიონ პუბლიკისა და სპონსორების სიპათია.
  • გეილ ჰოუთორნი (ინგლ. Gale Hawthorne) — თვრამეტი წლის ბიჭი ქეთნისის მშობლიური ქალაქიდან, მისი საუკეთესო მეგობარი, რომელთან ერთადაც ისინი ერთად ნადირობდნენ და საკვებად ვარგის მცენარეებს აგროვებდნენ. გეილი და ქეთნისი შეთანხმდნენ, რომ ეზრუნათ ერთმანეთის ოჯახებზე. გეილი ქეთნისზეა შეყვარებული.
  • ჰეიმიჩ ებერნეტი (ინგლ. Haymitch Abernathy) — ტრილოგიაში აღწერილ მოვლენებამდე მე-12 რაიონის ერთადერთი მცხოვრები, რომელმაც შიმშილის თამაშებში გაიმარჯვა. თავისი ყოფილი ჩემპიონობის გამო (ჰიემიჩმა გაიმარჯვა წინა „კვარტალური ჯახში“ 16 წლის ასაკში. მან ელექტრული ველის გამოყენებით გააცურა მოწინააღდეგე და მოიპოვა გამარჯვება) ის პიტასა და ქეთნისის მენტორი ხდება.
  • პრიმროუზ (პრიმი) ევერდინი (ინგლ. Primrose (Prim) Everdeen) — ქეთნისის უმცროსი და. ის 74-ე შმშილის თამაშებში ტრიბუტად აირჩიეს, მაგრამ მისი და მოხალისედ გამოვიდა და დაიკავა მისი ადგილი. კაპიტოლიუმთან ბრძოლისას აფეთქების შედეგად კვდება.
  • ეფი ტრინკეტი (ინგლ. Effie Trinket) — მეთორმეტე რაიონის ტრიბუტების ქალი-გამცილებელი, დანიშნულია კაპიტოლიუმის მიერ.
  • ცინა (ინგლ. Cinna) — ქეტნისის სტილისტი თამაშებზე. 75-ე თამაშების წინ მისთვის ქმნის კაჭკაჭჯაფარას კოსტიუმს, რის გამოც კაპიტოლიუმის მცველების ხელით კვდება.
  • პრეზიდენტი სნოუ (ინგლ. President Snow) — ტირანი და დესპოტი, ტრილოგიის უმთავრესი ბოროტმოქმედი. როცა ის ხედავს, რომ ქეთნისი აჯანყების სიმბოლო ხდება, იღებს ზომებს (დაშინება, მუქარა, მკვლელობა), რათა შეინარჩუნოს საპიტოლიუმის გავლენა (შესაბამისად, საკუთარიც) რაიონებისადმი.

რაიონები რედაქტირება

რაიონი საქმიანობა 74-ე თამაშების ტრიბუტები 75-ე თამაშების ტრიბუტები
პირველი საიუველირო საქმიანობა გლიმერი (Glimmer), მარველი (Marvel) ქაშმირი (Cashmere), გლოსი (Gloss)
მეორე ქვის მოპოვება, მშვიდობისმყოფელების მომზადება და იარაღი ქლოუვი (Clove), კატონი (Cato) ენობარია (Enobaria), ბრუტუსი (Brutus)
მესამე ელექტრონიკა უაიერესი (Wiress), ბიტი (Beetee)
მეოთხე მეთევზეობა მეგსი (Mags), ფინიკ ოდეირი (Finnick Odair)
მეხუთე ელექტროენერგია მელისსახიანი (Finch «Foxface»)
მეექვსე ტრანსპორტი მორფლინგისტები (Female Morphling and Male Morphling)
მეშვიდე ხე და ქაღალდი იოანა მეისონი (Johanna Mason)
მერვე საქსოვი მრეწველობა კიკილია (Cecelia), ვუფი (Woof)
მეცხრე ხორბალი
მეათე მეცხოველეობა
მეთერთმეტე სოფლის მეურნეობა რუ (Rue), თრეში (Thresh) სიდერი (Seeder), ჩაფი (Chaff)
მეთორმეტე ქვანახშირის მოპოვება ქეთნის ევერდინი (Katniss Everdeen), პიტა მელარკი (Peeta Melark) ქეთნის ევერდინი (Katniss Everdeen), პიტა მელარკი (Peeta Melark)
მეცამეტე გრაფიტის მოპოვება, ბირთვული იარაღი არ მონაწილეობდა არ მონაწილეობდა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Hopkinson D.. (2009-10) One girl brutal fight to the finish. Review. BookPage.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-20.
  2. Children's Books. The New York Times (2010-18-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
  3. 3.0 3.1 Best-Selling Books Database. USA Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
  4. 4.0 4.1 Children's Best Sellers: Chpater books: Sunday, November 2nd 2008. The New York Times (2008-11-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
  5. Staino R.. (2009-06-04) Hunger Games to Become a Film. School Library Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-20.
  6. Valby K.. (2011-01-25) 'The Hunger Games' gets a release date. EW.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-19. ციტირების თარიღი: 2011-06-03.
  7. Suzanne Collins: Classical Inspiration (ინტერვიუს ვიდეო-ნაწყვეტი). Scholastic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-20.
  8. A Conversation with Suzanne Collins (Q & A) (pdf). Scholastic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-20.
  9. Suzanne Collins: Contemporary Inspiration (ინტერვიუს ვიდეო-ნაწყვეტი). Scholastic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-19. ციტირების თარიღი: 2010-10-20.
  10. 11.0 11.1 Sellers J.. (2008-06-09) A dark horse breaks out: the buzz is on for Suzanne Collins's YA series debut. Publishers Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
  11. გამომცემლობის ოფიციალური საიტი.(ინგლისური)
  12. Suzanne Collins, The Hunger Games, New York: Scholastic Press, 2008. — 374 p, ISBN 0439023483.
  13. 14.0 14.1 Roback D.. (2010-02-11) 'Mockingjay' to Conclude the Hunger Games Trilogy. Book News. Publishers Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
  14. Roback D. (2010-01-22). „'Hunger Games 2': A First Look“ (ინგლისური). Publishers Weekly. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  15. Notable Children’s Books of 2008. The New York Times (2008-11-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
  16. Booklist Editors’ Choice: Books for Youth, 2008. Book List (2009-01-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
  17. Best Books 2008. School Library Journal (2008-12-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
  18. The 2008 Cybils Winners. Cybils (2009-02-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
  19. Hopkinson D.. (2008-09) A riveting return to the world of ‘The Hunger Games’. Review. BookPage.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-20.
  20. Suzanne Collins, Catching Fire, New York: Scholastic Press, 2009. — 391 p, ISBN 0439023491.
  21. Grossman L.. (2009-12-08) Top 10 Fiction Books: 4. Catching Fire by Suzanne Collins. The Top 10 Everything of 2009. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-22.
  22. People Magazine's Top 10 Books of 2009. Book Guide (2010-01-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-22.
  23. The Hunger Games #2: Catching Fire by Collins, Suzanne. Scholastic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-22.
  24. Suzanne Collins, {{{სათაური}}}, New York: Scholastic Press, 2010.
  25. Sperling N.. (2010-10-15) 'The Hunger Games': Taking the book world (and Hollywood) by storm. EW.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-19. ციტირების თარიღი: 2010-10-20.
  26. Sellers J.. (2009-03-12) Hungry? The Latest on ‘The Hunger Games’. Announcements. Publishers Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-21.