შიბამი (არაბ.شبام‎) — ქალაქი იემენში. მისი მოსახლეობა დაახლოებით 7 000 ადამიანია. პირველი ცნობები ქალაქის შესახებ, ჩვ.წ. III საუკუნით თარიღდება.[1] იგი ჰადრამაუტის სამეფოს დედაქალაქი იყო.

შიბამი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იემენის დროშა იემენი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** არაბული სახელმწიფოები
კოორდინატები 15°55′00″ ჩ. გ. 48°37′00″ ა. გ. / 15.91667° ჩ. გ. 48.61667° ა. გ. / 15.91667; 48.61667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1982  (მე-6 სესია)
ნომერი 192
საფრთხის ქვეშ 2015 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
შიბამი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 192
ინგლ.რუს.ფრ.

შიბამი ცნობილია თავისი არქიტექტურით, რის გამოც 1982 წელს ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. ქალაქში თითქმის ყველა სახლი მიწისგან დამზადებული, გამოუწვავი აგურისგანაა აშენებული. ქალაქში დაახლოებით 500 საცხოვრებელია, რომელიც 5-11 სართულისაგან შედგება[2]. მშენებლობის ეს ტექნიკა გათვლილი იყო ბედუინების შემოსევებისგან ადგილობრივების დასაცავად. შენობათა უმრავლესობა XVI საუკუნით თარიღდება.

შიბამს ხშირად „მსოფლიოს უძველეს ცათამბჯენების ქალაქს“ ან „უდაბნოს მანჰეტენს“ უწოდებენ. ქალაქი ერთ-ერთი უძველესი და საუკეთესო მაგალითია ურბანული დაგეგმარებისა, რომელიც ვერტიკალურ კონსტრუირებაზე იყო დაყრდნობილი.[3]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Wadi Hadramowt and walled city of Shabam. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-03. ციტირების თარიღი: 2010-01-03.
  2. Helfritz, Hans (April 1937). „Land without shade“. Journal of the Royal Central Asian Society. 24 (2): 201–16.
  3. Old Walled City of Shibam, UNESCO World Heritage Centre