შვარნი აგრეთვე ცნობილია თავისი ქრისტიანული სახელით იოანე, იყო გალიციის თავადი, ხოლმის მთავარი ( 1264- 1269 წლებში და ლიტვის დიდი მთავარი ( 1267-1269 წლებში. მისი მამა იყო დანიელ გალიციელი, ხოლო ცოლად ჰყავდა მინდაუგასის ასული. ამგვარად, იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ლიტვასთან. 1262 წელს შვარნი დაეხმარა ლიტვას მასურიის წინააღმდეგ. მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო ხოლმი. იმ დახმარების სანაცვლოდ, რომელიც გაუწია ვაიშვილკასს, მამამისის მკვლელებზე შურისძიებასა და ლიტვის დიდი მთავრის ტიტულის დაბრუნებაში, მიიღო ნავარუდაკი. მას შამდეგ, რაც დაუბრუნდა სამონასტრო ცხოვრებას 1267 წელს შვარნი ლიტვის დიდი მთავარი გახდა. ორიოდ წელიწადში იგი ჩამოაგდო ტროიდენიმა. შვარნი გარდაიცვალა 1269 ან 1271 წელს და დაკრძალულია ხოლმში.

წინამორბედი:
ვაიშვილკასი
ლიტვის დიდი მთავარი


12671269
შემდეგი:
ტროიდენი