შეჰზადე (თურქ. Şehzade) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის შვილების ტიტული.

შეჰზადე საცერემონიო ტანისამოსში, 1809.

ტიტულს გამოიყენებდნენ მხოლოდ ოსმალეთის იმპერიის სამეფო კარის მამრობითი წევრების აღსანიშნავად. სიტყვა „შეჰზადე“ სპარსული წარმოშობისაა და ფარსი ენაზე ნიშნავს „სულთნის შვილს, პრინცს“[1]. როგორც წესი, შეჰზადეს, სულთანი ნიშნავდა ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სანჯაყის მმართველად, სანჯაყ-ბეიდ.[2].

ტახტის მემკვიდრედ ითვლებოდა უფროსი შეჰზადე. რომელსაც ხშირ შემთხვევაში სულთანი ნიშნავდა სარუჰანის (მანისას) სანჯაყ-ბეიდ. მანისა ითველობა საუფლისწულო დომენად და ამასთან ერთად, ძალიან ახლოს იყო დედაქალაქთან. მაგრამ ყოფილა მრავალი შემთხვევა, როცა სულთანი უფროს ვაჟს შორეულ სანჯაყში უშვებდა, ხოლო უმცროსს მანისას მმართველად ნიშნავდა. ამის ნათელი მაგალითია სულეიმან I-ის უფროსი ვაჟი შეჰზადე მუსტაფა და უმცროსი ვაჟი შეჰზადე მეჰმედი.

ბედნინერად ითვლებოდა ის შეჰზადე, რომელსაც სულთანი დედაქალქთან ახლოს მდებარე სანჯაყის მმართველად დანიშნავდა. რადგან მამის გარდაცვალების შემდეგ რომელი შეჰზადეც მალე იქნებოდა დედაქალაქში მას შეეძლო დაეკავებინა სულთნის ტახტი და ამაში ვერავინ შეედავებოდა.


სქოლიო რედაქტირება

  1. Büyük Türkçe Sözlük. Şahzade.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-13. ციტირების თარიღი: 2014-01-04.
  2. И. Бахлов. Территориальная организация имперских систем и политические механизмы управления национальной периферией. — Историко-социологический инcтитут, 2009