შერლოკ ჰოლმზი (ინგლ. Sherlock Holmes) — ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი. როგორც ცნობილია, მწერლის შთაგონების წყარო იყო რეალური პიროვნება ჯოზეფ ბელი.[1]კონან დოილმა შექმნა მოთხრობების მთელი სერია ცნობილი დეტექტივის შერლოკ ჰოლმზის თავგადასავლების შესახებ. ეს ნაწარმოებები ითვლება დეტექტივური ჟანრის კლასიკად. უმრავლეს შემთხვევაში, ნაწარმოებებში თხრობა მიმდინარეობს შერლოკის მუდმივი თანამგზავრის — ექიმი უოტსონის პირით. უოტსონი აღწერს ჰოლმზის გამოძიებებს, ცნობილი „დედუქციური მეთოდის“ გამოყენებით, თუმცა გამოძიების ბოლომდე მას არ ესმის თუ როგორ ხსნის ჰოლმზი ბოროტმოქმედებას, ხოლო ბოლოს ჰოლმზი უხსნის უოტსონს თავის მოქმედებებს.[2]

შერლოკ ჰოლმზი

შერლოკ ჰოლმზი, სიდნი პეჯეტის 1904 წლის ილუსტრაცია
პირველი გამოჩენა 1887-1888
შემქმნელი ართურ კონან დოილი
ეპიზოდი ოთხი რომანი
56 მოთხრობა
ინფორმაცია
სქესი მამრობითი
დაბ. თარიღი 6 იანვარი 1854 (?)
გარდ. თარიღი 1923 წლის შემდეგ
ოჯახი მაიკროფტ ჰოლმზი (ძმა)
საცხოვრებელი ლონდონი, ბეიკერ სტრიტი 221B
ეროვნება ინგლისელი

კონან დოილმა დაწერა 4 რომანი და 56 მოთხრობა შერლოკ ჰოლმზე. პირველი მოთხრობა „ალისფერი კვალი“ დაიბეჭდა ჟურნალ „Beeton's Christmas Annual“-ში 1887 წელს, ხოლო მეორე - „ოთხთა ნიშანი“ „Lippincott's Monthly Magazine“-ში 1890 წელს. შერლოკ ჰოლმზის პერსონაჟი ძალიან პოპულარული გახდა და 1891 წელს გამოვიდა მოთხრობების პირველი კრებული „The Strand Magazine“-ში. ამას შემდეგ მოჰყვა მოთხრობათა მთელი სერია და ოთხი რომანის გამოსვლა. ნაწარმოებები გამოდიოდა 1880 წლიდან 1907 წლამდე და შემდგომ კიდევ ერთი უკანასკნელი მოთხრობა „ლომის ფაფარი“ 1914 წელს.

ნაწარმოებები რედაქტირება

  • ალისფერი კვალი (1887, A Study in Scarlet)
  • ოთხთა ნიშანი (1890, A Sign of Four)
  • შერლოკ ჰოლმზის თავგადასავალი (1891, The Adventures of Sherlock Holmes)
    • ბოჰემიაში მომხდარი აურზაური (A Scandal in Bohemia)
    • ჟღალთმიანთა კავშირი (The Red-Headed League)
    • მაცდური (A Case of Identity)
    • ბასკომბის ველის საიდუმლოება (The Boscombe Valley Mystery)
    • ფორთოხლის ხუთი კურკა (The Five Orange Pips)
    • დამანჭულტუჩიანი კაცის თავგადასავალი (The Man with the Twisted Lip)
    • ცისფერი კარბუნკული (The Adventure of the Blue Carbuncle)
    • ჭრელი ლენტი (The Adventure of the Speckled Band)
    • ინჟინრის თითი (The Adventure of the Engineer’s Thumb)
    • უცოლო დიდგვაროვანი (The Adventure of the Noble Bachelor)
    • ბერილის გვირგვინი (The Adventure of the Beryl Coronet)
    • სპილენძის წიფლები (The Adventure of the Copper Beeches)
  • შერლოკ ჰოლმზის მოგონებები (1894, The Memoirs of Sherlock Holmes)
    • ვერცხლოვანი ნიშა (Silver Blaze)
    • მუყაოს კოლოფი (Cardboard Box)
    • ყვითელი სახე (Yellow Face)
    • კლერკის თავგადასავალი (The Stockbroker’s Clerk)
    • ,,გლორია სკოტი'' (The “Gloria Scott”)
    • მესგრეივების საგვარეულო წესი (The Musgrave Ritual)
    • რეიგეტელი სკვაირები (The Reigate Puzzle)
    • მხრებში მოხრილი კაცი (The Crooked Man)
    • მუდმივი პაციენტი (The Resident Patient)
    • ბერძენი თარჯიმანი (The Greek Interpreter)
    • საზღვაო ხელშეკრულება (The Naval Treaty)
    • ჰოლმზის უკანასკნელი საქმე (The Final Problem)
  • ბასკერვილების ძაღლი (1901, The hound of Baskervilles)
  • შერლოკ ჰოლმზის დაბრუნება (1903, The return of Sherlock Holmes)
    • უკაცრიელი სახლი (The Adventure of the Empty House)
    • ნორვუდელი მშენებელი (The Adventure of the Norwood builder)
    • მოცეკვავე კაცუნები (The Adventure of the Dancing Men)
    • მარტოხელა ველოსიპედისტი (Solitary cyclist)
    • შემთხვევა ინტერნატში (The Adventure of the Priory School)
    • შავი პიტერი (The Adventure of the Black Peter)
    • ჩარლზ ოგასტეს მილვერტონის აღსასრული (The Adventure of the Charles Augustus Milverton)
    • ექვსი ნაპოლეონი (The Adventure of the Six Napoleons)
    • სამი სტუდენტი (The Adventure of Three Students)
    • ოქროსჩარჩოიანი პენსნე (The Adventure of the Golden Pince-Nez)
    • დაკარგული მორაგბე (The Adventure of the Missing Three-Quarter)
    • მკვლელობა ებბიგრეინჯში (The Adventure of the Abbey Grange)
    • მეორე ლაქა (The Adventure of Second Stain)
  • შიშის ველი (1914, The Valley of fear)
  • გამოსათხოვარი თავის დაკვრა (1917, His Last Bow)
    • ცისვაზის საყარაულოში (The Adventure of Wisteria Lodge)
    • ალისფერი ბეჭედი (The Adventure of the Red Circle)
    • ბრიუს-პარტინგტონის ნახაზები (The Adventure of the Bruce-Partington Plans)
    • შერლოკ ჰოლმზი სიკვდილის პირას (The Adventure of the Dying Detective)
    • ლედი ფრენსის კარფექსის გაუჩინარება (The Disappearance of Lady Frances Carfax)
    • ეშმაკის ფეხი (The Adventure of the Devil’s Foot)
    • გამოსათხოვარი თავის დაკვრა (The Last Bow)
  • შერლოკ ჰოლმზის არქივი (1927, The Case-Book of Sherlock Holmes)
    • მაზარინის ქვა (The Adventure of the Mazarin Stone)
    • თორის ხიდი (The Adventure of the Thor Bridge)
    • ოთხზე მბობღავი კაცი (The Adventure of the Creeping Man)
    • სუსექსელი ვამპირი (The Adventure of the Sussex Vampire)
    • სამი ჰარიდი (The Adventure of the Three Garridebs)
    • ცნობილი პიროვნება (The Adventure of the Illustrious Client)
    • სამი თავხე (The Adventure of the Three Gables)
    • გათეთრებული მებრძოლი (The Adventure of the Blanched Soldier)
    • ლომის ფაფარი (The Adventure of the Lion’s mane)
    • გადამდგარი საღებავებით მოვაჭრე (The Adventure of Retired Colourman)
    • პირბადიანი მდგმური (The Adventure of the Veiled Lodger)
    • შოსკომბის საიდუმლოება (The Adventure of Shoscomb Old Place)

დამატებითი ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Rodin, Alvin (1985). „Review: Dr. Joe Bell by Ely Liebow“. Journal of the History of Medicine and Allied Sciences. 40 (1): 107. doi:10.1093/jhmas/40.1.107.
  2. Sutherland, John. Sherlock Holmes, the world's most famous literary detective. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 3 July 2018