შენი სახელით მომმართე (ფილმი)

„შენი სახელით მომმართე“ (ინგლ. Call Me by Your Name) — 2017 წლის დრამატული ფილმი, რომელიც დაფუძნებულია ანდრე ასიმანის ამავე სახელწოდების რომანზე. ფილმის რეჟისორია ლუკა გუადანინო, ხოლო პროდიუსერი — ჯეიმზ აივორი. სიუჟეტი მიმდინარეობს ჩრდილოეთ იტალიაში 1983 წელს. ფილმში მოთხორბილია იტალიაში მცხოვრები 17 წლის ელიო პერლმანისა (ტიმოთი შალამე) და თავისი მამის 24 წლის ამერიკელი თანაშემწის, ოლივერის (არმი ჰამერი) რომანტიკული ურთიერთობა.

„შენი სახელით მომმართე“
ჟანრი დრამა
რეჟისორი ლუკა გუადანინო
პროდიუსერი
  • პიტერ სპირსი
  • ლუკა გუადანინო
  • ემილი ჟორჟი
  • როდრიგო ტეიშეირა
  • მარკო მორაბიტო
  • ჯეიმზ აივორი
  • ჰაუარდ როზენმანი
სცენარის ავტორი ჯეიმზ აივორი
ეფუძნება „შენი სახელით მომმართე“
ანდრე ასიმანი
როლებში
მწარმოებელი კომპანია
  • Frenesy Film Company
  • La Cinéfacture
  • RT Features
  • M.Y.R.A. Entertainment
  • Water's End Productions
დისტრიბუტორი
გამოსვლის თარიღი
  • 22 იანვარი, 2017 (2017-01-22) (სანდენსი)
  • 24 ნოემბერი, 2017 (2017-11-24) (აშშ)
  • 18 იანვარი, 2018 (2018-01-18) (ბრაზილია)
  • 25 იანვარი, 2018 (2018-01-25) (იტალია)
  • 28 თებერვალი, 2018 (2018-02-28) (საფრანგეთი)
ხანგრძლივობა 132 წუთი[1]
ქვეყანა
ენა
ბიუჯეტი 3.5 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 40.8 მილიონი აშშ დოლარი[4]

ფილმზე მუშაობა დაიწყო 2007 წელს, როდესაც პროდიუსერებმა პიტერ სპირსმა და ჰოვარდ როზმენმა ასიმანის ნოველის ეკრანიზაციის უფლება მიიღეს.[5] თავდაპირველად რეჟისორი უნდა გამხდარიყო ჯეიმზ აივორი, მაგრამ მის ნაცვლად რეჟისორად აიყვანეს ლუკა გუადანინო, ხოლო თავად სცენარისტის და პროდიუსერის როლი მოირგო.

პროექტს დისტრიბუცია გაუწია Sony Pictures Classics-მა, ხოლო მსოფლიო პრემიერა შედგა სანდენსის კინოფესტივალზე 2017 წლის 22 თებერვალს.[6][7] ფილმმა მიიღო უამრავი ჯილდო და დაიმსახურა უმაღლესი შეფასებები კრიტიკოსებისგან. მათ ძირითადად შეაქეს სცენარი, რეჟისურა და მუსიკა. ოსკარის 90-ე დაჯილდოებაზე გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო ადაპტირებული სცენარი და ასევე ნომინირებული იქნა საუკეთესო სურათისთვის, საუკეთესო მსახიობი კაცისთვის (შალამე) და საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის („საიდუმლო სიყვარული“).[8][9] აივორიმ ასევე მიიღო რამდენიმე ჯილდო შემდეგი დაჯილდოების ცერემონიებისგან: Critics' Choice Awards,[10] აშშ-ის სცენარისტების გილდიის პრემია და ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოება.[11][12] შალამე ნომინირებული იქნა ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოების, Critics' Choice Movie Award-ის, კინომსახიობთა გილდიის და ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიებზე.

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება ხდება 1983 წლის ზაფხულში ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ სოფელში. ელიო პერლმანი, 17 წლის ამერიკელ-იტალიელი ებრაელი ბიჭი მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ელიოს მამა, პროფესიით არქეოლოგია. იგი ოჯახში მოიწვევს თავის 24 წლის ამერიკელ-ებრაელ სტუდენტს — ოლივერს სოფელში ზაფხულის გასატარებლად, ასევე განზრახული აქვს აკადემიური ნაშრომის მომზადებაში დაეხმაროს მას. ელიო ბევრ დროს უთმობს წიგნების კითხვას, ინსტრუმენტზე დაკვრასა და თავის მეგობარ გოგონა მარციასთან დროის გატარებას. ბიბლიოფილი და მუსიკის მოყვარული ელიო ბევრ საერთოს პოულობს ოლივერთან. ნელ-ნელა ელიო და ოლივერი იწყებენ დროის ერთად გატარებას, საიდანაც მაცდური ურთიერთობა იწყება: ერთად ბანაობენ აუზში, ირუჯებიან, დადიან გრძელ დისტანციებზე ქალაქში, ელიოს მამას არქეოლოგიურ ექსკურსიაზე მიჰყვებიან. ამასობაში, ელიო ურთიერთობას იწყებს მარციასთან და ტრაბახობს კიდეც ამით ოლივერის წინაშე. სინამდვილეში კი აკვირდება მის რეაქციას. მალე საკუთარ თავს შეატყობს, რომ ნელ-ნელა უფრო მეტად მოსწონს ოლივერი, შეიპარება მის ოთახში და ყნოსავს მის საცურაო კოსტიუმს. იმავე დღეს, მოგვიანებით, ოლივერი რაღაც საქმეზე მიდის ქალაქში, ელიოც მიჰყვება, უსაქმურობას მოიმიზეზებს. ადგილზე მისვლისას საუბრობენ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის პირველ მსოფლიო ომზე და პიავეს ბრძოლაზე, რომლის შესახებაც ოლივერს არაფერი სმენია. ელიო უყვება ბრძოლის დეტალებს. სტუმარი გაკვირვებულია ელიოს ერუდიციით, მაგრამ პასუხად იღებს იმას, რომ ელიომ არაფერი იცის იმის შესახებ, რაც რეალურად მნიშვნელოვანია და რასაც ღირებულება აქვს მისთვის. „რა არის მნიშვნელოვანი?“- ეკითხება ოლივერი. „იცი, რასაც ვგულისხმობ“, - ესმის პასუხად, ოლივერი დაბნეულია. ელიო აგრძელებს - „ვიფიქრე, რომ უნდა გცოდნოდა, იმიტომ, რომ მინდოდა გცოდნოდა, მინდოდა, რომ გცოდნოდა“ და ამას უკვე თავისთვის იმეორებს რამდენჯერმე, მაგრამ ოლივერი შორსაა და ეს გაუბედავი აღსარება აღარ ესმის უკვე. მაგრამ პირისპირ შეხვედრისას, ელიო კვლავ აგრძელებს - „ამას შენ გარდა ვერავის ვეტყვი“. ოლივერი თითქოს უხვდება, რისი თქმაც უნდა მას, მაგრამ იმ მომენტში ამჯობინებს, არ შეიმჩნიოს, რაც მოსიმინა - „აჯობებს, მსგავს საკითხებზე არ ვილაპარაკოთ“. ელიო უკვე ნანობს ნათქვამს. უხმოდ ბრუნდებიან სოფელში. შინმისულებს სტუმრები ხვდებათ, სუფრასთან მაცხარებულნი კამათობენ პოლიტიკაზე, დაძაბულ ელიოს ცხვირიდან სისხლი წასკდება და სახლში შედის, ოლივერიც მიჰყვება, ცდილობს, ესაუბროს და ცოტა გაამხიარულოს. იმ საღამოს ოლივერი გვიან ბრუნდება შინ, მისი უყურადღებობით განაწყენებული ელიო მეორე დღეს ურეკავს მარციას და შეხვედრას უნიშნავს. ღამით მინდორში წვება კიდეც გოგონასთან. მიუხედავად ამისა, შინდაბრუნებული ოლივერს წერს წერილს, რომ აუცილებლად ჭირდება მასთან ლაპარაკი. წერილს კარის ქვეშ შეუცურებს და იძინებს. მეორე დღეს მაგიდაზე ხვდება ოლივერის ბარათი, რომ გვიან ღამით ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. იმ დღეს ელიო მთლიანად მარციასთან ატარებს, მაგრამ გულშეკუმშული ოლივერთან შეხვედრას ელის - წამდაუწუმ საათს დაჰყურებს. შუაღამისას ერთმანეთს ხვდებიან - დიდხანს გაუბედავად ცდილობენ ერთმანერთთან მიახლოებას, ბოლო კი თავაშვებულ ემოციას ეძლევიან. გამთენიისას, ლოგინში ნებივრობისას, ოლივერი ეუბნება ელიოს: „შენი სახელით მომმართე და მე ჩემი სახელით მოგმართავ“.

დილას ოლივერი იმ ლურჯ პერანგს ჩუქნის ელიოს, რომელიც თავისი ჩამოსვლის დღეს ეცვა. ელიო დაბნეული ჩანს, ხმას არ იღებს, საცურაოდ მიდიან, მაგრამ დაძაბულობა წყვილს შორის მაინც არ ნელდება. ოლივერი დაბნეულია, ვერ ხვდება, რამდენად სწორი იყო მისი საქციელი წინა ღამით. საუზმის შემდეგ ოლივერი ქალაქში მიდის, ელიო ჩააკითხავს. ისევ დაბნეული და დათრგუნულია. ოლივერი ხვდება ამას და გულწრფელად ეუბნება, რომ ძალიან ბედნიერია წინა ღამით მომხდარი ფაქტით, რომ ამაში სანანებელი არაფერია და არც სამარცხვინო. ელიო იღიმის, უკვე დამშვიდებულია. შემდგომ დღეებში წყვილი უფრო მეტად უახლოვდება ერთმანეთს როგორც ფიზიკურად, ასევე — ემოციურად, მაგრამ ურთიერთობას საიდუმლოდ ინახავენ. ელიო მარსიას თავს არიდებს იმის მიუხედავად, რომ გოგონა ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს. ირკვევა, რომ ელიოს მშობლებმა დაახლოებით იციან წყვილს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ და ურჩევენ, სანამ ოლივერი შტატებში დაბრუნდება, მოინახულონ ბერგამო. წყვილი ბერგამოში სამ დღეს ატარებს. საბოლოოდ ოლივერი მიემგზავრება. ელიო იმდენად დათრგუნულია, რომ შინ დაბრუნებას ვერ ახერხებს და დედას ურეკავს, რომ რომ რკინიგზის სადგურზე მოაკითხოს და სახლში წაიყვანოს. მთელი გზას უხმოდ გადიან, ელიო შეუმჩნევლად ტირის. შინდაბრუნებული მოულოდნელად ხვდება მარსიას, გოგონა გრძნობს, რომ ელიო დიდ გასაჭირშია, ამჩნევს ემოციებს, რიგდებიან.

 
ვილა ალბერგონი (გადაღებულია 2011 წელს). ფილმის ძირითადი საგადასაღებო ლოკაცია

ოლივერის წასვლით გამოწვეული ელიოს ტკივილი აშკარაა. მამა გადაწყვეტს, ესაუბროს შვილს ძალიან ფრთხილად - უყვება, რომ ღრმა ბავშვობაში მასაც ჰქონდა დაახლოებით მსგავსი ურთიერთობა თავის მეგობართან, მაგრამ ისეთი სრულყოფილი არა, როგორიც ელიოსა და ოლივერს ჰქონდათ. ამიტომ, აჯობებს, მაქსიმალური მიიღოს იმ ჭეშმარიტი სიყვარულისგან, რომელიც ძალიან იშვიათია და რომელი სიყვარულიც მას და ოლივერს ერთმანეთთან აკავშირებდა.  

გადის დრო. ხანუქას დღესასწაულზე, პროფესორის ოჯახში ტელეფონი რეკავს — ოლივერია. იგი ამცნობს, რომ დაინიშნა და მალე დაქორწინდება კიდეც. ცოლ-ქმარი ულოცავს და ბედნიერებას უსურვებს. საუბარს ელიო აგრძელებს, ოლივერი ეუბნება, რომ მას ახსოვს ყველაფერი, მაგრამ ამას ელიოსთვის აღარ აქვს მნიშვნელობა.

ტელეფონის გათიშვის შემდეგ დაზაფრული ელიო ბუხრის წინ ზის. ემოციების მთელი ნაკადია არეკლილი მის სახეზე, მშობლები და სახლის მობინადრეები საზეიმო სადილს ამზადებენ.

როლებში რედაქტირება

  • ტიმოთი შალამე — ელიო პერლმანი
  • არმი ჰამერი — ოლივერი
  • მაიკლ სტალბერგი — ბატონი პერლმანი
  • ამირა კაზარი — ანელა პერლმანი
  • ესთერ გარელი — მარცია
  • ვიკტუარ დუ ბოისი — კიარა
  • ვანდა კაპრიოლო — მაფალდა
  • ანტონიო რიმოლდი — ანკიზე
  • ელენა ბუჩი — ბამბი
  • მარკო სგროსო — ნიკო
  • ანდრე ასიმანი — მუნირი
  • პიტერ სპირსი — აიზეკი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Call Me by Your Name (2017). British Board of Film Classification. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი, 2017.
  2. Call Me by Your Name (2017). British Board of Film Classification. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი, 2017.
  3. Grater, Tom. (11 ოქტომბერი, 2017) 'Call Me By Your Name' director Luca Guadagnino: shooting on digital is 'laziness'. Screendaily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი, 2017. ციტირების თარიღი: 11 October 2017.
  4. Call Me by Your Name (2017). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2018.
  5. Hicklin, Aaron (2 ოქტომბერი, 2017). „The Art of Seduction: Armie Hammer & the Hottest Movie of the Season“. Out. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 დეკემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  6. Patten, Dominic. Sundance 2017: Robert Redford, New Rashida Jones Netflix Series, 'Rebel In The Rye' & More On Premiere, Docu, Midnight & Kids Slates (5 დეკემბერი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი, 2017. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2017.
  7. Debruge, Peter. Sundance Film Review: 'Call Me by Your Name' (23 იანვარი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი, 2017. ციტატა: „Reviewed at Sundance Film Festival (Premieres), Jan. 22, 2017“ ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2017.
  8. Coggan, Devan (23 იანვარი, 2018). „Oscar nominations 2018: See the full list“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 იანვარი, 2018. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  9. Chow, Andrew R.. Oscars 2018: The Winners. The New York Times (4 მარტი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი, 2018. ციტირების თარიღი: 4 მარტი, arch 2018.
  10. 'The Shape Of Water' Named Best Picture, Takes Four Awards At 23rd Annual Critics' Choice Awards. Broadcast Film Critics Association/Broadcast Television Journalists Association (11 იანვარი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი, 2018. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  11. Ritman, Alex. (8 იანვარი, 2018) BAFTA Awards: 'Shape of Water,' 'Three Billboards,' 'Darkest Hour' Lead Pack of Nominations. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი,2018. ციტირების თარიღი: 8 January 2018.
  12. Nominations List for the EE British Academy Film Awards in 2018 (Plain Text). British Academy Film Award (9 იანვარი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი, 2018. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2018.
  ლგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე.