შენგავითის რაიონი

შენგავითის რაიონიადმინისტრაციული ერთეული სომხეთში. ერევნის ერთ-ერთი რაიონი 12-დან. მდებარეობს სომხეთის დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ის ესაზღვრება მალათია-სებასტიის, კენტრონის, ერებუნისა და ნუბარაშენის რაიონებს.

რაიონი
შენგავითი
Շենգավիթ
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
კოორდინატები 40°08′23″ ჩ. გ. 44°29′03″ ა. გ. / 40.13972° ჩ. გ. 44.48417° ა. გ. / 40.13972; 44.48417
ფართობი 40, 5 კმ²
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 147 300 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+4

რაიონი არაოფიციალურად იყოფა პატარა კვარტლებად, როგორიცაა სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, ნერვინ-შენგავითი, ვერინ-შენგავითი, ნერვინ-ჩარბახი, ვერინ-ჩარბახი, ნორაგავითი და არაცია.

შენგავითი არის ერევნის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ნაწილი. აქ მდებარეობს ნარითის ქიმიური ქარხანა, ArmElectroMasg რომელიც ელექტრულ მოწყობილობებს აწარმოებს, Eurostan Uyut LLC — სამშენებლო მასალების ქარხანა. ერევნის საკაბელო ქარხანა (ErevanKabel), აქვეა ერევნის თბოელექტროსადგური. შენგავითის რაიონში მდებარეობს ერებუნის საერთაშორისო აეროპორტი.

2011 წლის მონაცამებით რაიონის მოსახლეობა 147 300 კაცს შეადგენს.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება