შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია

შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია (აზერ. Şamaxı Astrofizika Rəsədxanası; შაო; სრული სახელი ნასირ ალ-დინ ტუსის სახელობის შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია) — სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება აზერბაიჯანში, ქალაქ შემახის ჩრდილო-დასავლეთით 22 კმ-ში. შეიქმნა 1960 წელს ასტროფიზიკის სექტორის ბაზაზე. აქვს 2 მეტრიანი რეფლექტორი, 70 სანტიმეტრიანი ფოტოელექტრული ტელესკოპი, 35 სანტიმეტრიანი მენისკური ტელესკოპი, აგრეთვე სამზეო ტელესკოპები. ობსერვატორია იკვლევს კომეტებს, ასტეროიდების რგოლს, მზის აქტიურ წარმონაქმნებს, აგრეთვე კუროს T-ს ტიპის ვარსკვლავებსა და რელატივისტურ ობიექტებს. 1971 წლიდან აქვს ასტრონომიული სადგური ბათაბათის მთაზე, ზღვის დონიდან 2300 მ-ზე; აქ დადგმულია 40 სანტიმეტრიანი დაბნელებაგარეშე კორონოგრაფი. 1981 წელს ობსერვატორიას მიენიჭა ნასირ ალ-დინ ტუსის სახელი.

შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია

შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია
ორგანიზაცია აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია
მდებარეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სიმაღლე 1435 მ
დაარსდა 1960 წ.
ტიპი ასტროფიზიკური ობსერვატორია
საიტი
shao.az
ტელესკოპები
ტელესკოპი რეფლექტორი 2 მეტრი
სამზეო ტელესკოპი 53 სმ

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება