შევქეთ ჩორუჰი (თურქ. Şevket Çoruh; დ. 30 ივნისი, 1973, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი მსახიობი[1].

შევქეთ ჩორუჰი
თურქ. Şevket Çoruh
მშობლიური სახელი Şevket Çoruh
დაბადების თარიღი 30 ივნისი, 1973 (1973-06-30) (50 წლის)
სტამბოლი, თურქეთის დროშა თურქეთი
ეროვნება თურქი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1996-დან დღემდე
რელიგია სუნიტური ისლამი
მეუღლე(ები) გიუნაი ქარაჯაოღლი (განქორწინდნენ)
შვილ(ებ)ი გიულენაი ჩორუჰი (დ. 1997)

ბიოგრაფია და კარიერა რედაქტირება

შევქეთ ჩორუჰი დაიბადა 1973 წლის 30 ივნისს, სტამბოლში, მკერავი დედის და მძღოლი მამის ერთადერთ შვილად. მისი მამა, სელამი ბეი, უსკუდარი-ქადიქოის მარშრუტზე ავტობუსის მძღოლად მუშაობდა. 14-დან 24 წლამდე ცხოვრობდა სტამბოლის მალთეფეს რაიონში. შევქეთი წარმოშობით ართვინელია. მისი ოჯახი 1877-1878 წლებში მიმდინარე რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს გადმოვიდა საცხოვრებლად სტამბოლში.

დაწყებითი სკოლა უსკუდარის რაიონის „თაშმექთებში“ დაამთავრა, ხოლო საშუალო განათლება ქართალის ანადოლუს ლიცეუმში მიიღო. ლიცეუმის შემდეგ, სამსახიობო განათლება მუჟდათ გეზენის ხელოვნების ცენტრში მიიღო. 1989 წლიდან, ჩორუჰმა სხვადასხვა თეატრალურ სპექტაკლებში მიიღო მონაწილეობა. სამსახიობო განათლების მიღების დასრულების შემდეგ, სახელი გაითქვა ინტერნეტ-სარეკლამო რგოლში თამაშით.[2]

2006 წლიდან დღემდე, შევქეთ ჩორუჰი სერიალ სახიფათო ქუჩებში თამაშობს, რომელიც Kanal D-ზე გადის. იგი ყველაზე ცნობილია აღნიშნულ სერიალში მესუტის როლის შესრულებით.

ფილმოგრაფია რედაქტირება

ფილმები რედაქტირება

ფილმები
წელი ფილმი როლი
2003 მშენებლობა (İnşaat) სუდი
2004 მუყევი სტამბოლო (Anlat İstanbul) რეჯები
2004 კუსტარული პატარძალი (Eğreti Gelin) ჰასანი
2008 ხელოსანი (Usta) ერსუნი
2009 გაუთავებელი (Sonsuz) ჯიჰანი
2010 მომენტის გრძნობა (Anı Yaşamak) იუსუფი
2010 ცეკვა ტურებთან (Çakallarla Dans) გიოქჰანი
2011 ანატოლიის არწივები (Anadolu Kartalları) ნაჯი დიზდარი
2012 ჩანაქალე 1915 (Çanakkale 1915) მეჰმეთ ჩავუში
2013 ცეკვა ტურებთან 2: გვიყვარს პაპავ (Çakallarla Dans 2: Hastasıyız Dede) გიოქჰანი
2014 მშენებლობა 2 (İnşaat 2) სუდი
2014 ცხოვრება შენთვისაა მშვენიერი (Hayat Sana Güzel) აზმი იაფიჯი
2014 ცეკვა ტურებთან 3: ნული პრობლემა (Çakallarla Dans 3: Sıfır Sıkıntı) გიოქჰანი

სერიალები რედაქტირება

სერიალები
წელი სერიალი როლი
1996 კუთხის თამაში (Köşe Kapmaca) -
1996 სიყვარული მოვიდა (Sevda Kondu) რიზა
1997-1998 ყვავილის ტაქსი (Çiçek Taksi) ჩამურ შევქეთი
1998 გვაპატიე მასწავლებელო (Affet Bizi Hocam) ბექირი
1999 გველის ნაამბობი (Yılan Hikayesi) იაშარი
2002 აზადი (Azad) ზუბეირი
2003-2004 სულთანის კანცელარია (Sultan Makamı) სულთანი
2005 მთავარია შენ იყო კარგად (Canın Sağolsun) ტაიფუნი
2005 პროკურორის ცოლი (Savcının Karısı) იუნალი
2006-დღემდე სახოფათო ქუჩები (Arka Sokaklar) მესუთ გუნერი
2006 გიონული (Gönül) ქუდრეთი
2007 კომედი კლუბი (Komedi Dükkanı) მოწვეული მსახიობი
2008 მომენტ შოუ (Anında Görüntü Show) შევქეთი
2010 აკაციის გაჩერება (Akasya Durağı) კლიენტი
2010 იმედის მგზავრები (Umut Yolcuları) მესუთი
2012 საქმეები (İşler Güçler) ტაქსისტი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება