შედარებითი ანატომია

შედარებითი ანატომია შეისწავლის ცხოველთა სტუქტურას და არკვევს მსგავსება-განსხვავების ნიშნებს, რაც ამჟამად არსებულ ორგანიზმებს შორის არსებული ნათესაობის ხარისხის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

სხვადასხვა ცხოველთა ცალკე ორგანოებისა თუ სისტემების ურთიერთდაკავშირების გზით შესაძლებელია მორფოლოგიური მსგავსებისგან ფუნქციონალური მსგავსების განსხვავება. მსგავსი ფუნქციის მქონე, მაგრამ სავსებით განსხვავებულად მოწყობილი ორგანოები მათ შორის ანალოგიის შესახებ საუბრის საშუალებას იძლევა.