შახტი

ქალაქი რუსეთში

შახტი (რუს. Шахты) — ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. მდებარეობს მდინარეებზე გრუშევკაზე, ატიუხტეზე და კადამოვკაზე. უკარინის საზღვრიდან 26 კმ-ში. მდინარე დონიდან 35 კმ-ში, ხოლო დონის როსტოვიდან 68 კმ-ში. ქალაქის მოსახლეობა 2017 წლის მონაცემებით შეადგენს 235 492 კაცს.

ქალაქი
შახტი
Шахты

შახტის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი როსტოვის ოლქი
კოორდინატები 47°42′43″ ჩ. გ. 40°12′30″ ა. გ. / 47.71194° ჩ. გ. 40.20833° ა. გ. / 47.71194; 40.20833
დაარსდა 1805
ადრეული სახელები 1881-მდე გორნოე-გრუშევსკოე, 1920-მდე ალექსანდროვ-გრუშევსკოე
ფართობი 158,2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 100
მოსახლეობა 235 492 კაცი (2017)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 8636
საფოსტო ინდექსი 346500
ოფიციალური საიტი shakhty-gorod.ru
შახტი — რუსეთი
შახტი
შახტი — როსტოვის ოლქი
შახტი

სამხრეთ რუსეთის საგანმანათლებლო და სამრეწველო ცენტრი. აქვს აღმოსავლეთ დონბასის აგლომერაციის ცენტრალური პუნქტის სტატუსი. 2011 წელს დაარსებული შახტის ეპარქია გახდა აღმოსავლეთ დონბასის კულტურულ-მართლმადიდებლური ცენტრი. ქალაქში გაიზარდა ცხრა ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ერთი ჩემპიონი.

1867 წლამდე დასახლება ცნობილი იყო გორნოე-გრუშევსკოეს დასახლების სახელით. 1881 წლიდან ეწოდებოდა ალექსანდროვ-გრუშევსკოე. თანამედროვე სახელწოდება მიიღო 1921 წელს.

გეოგრაფია რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს როსტოვის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დონეცის ჭიუხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე. ქალაქის ტერიტორიაზე 20-ზე მეტი წყალსატევია. მათ შორის ყველაზე უმსხვილესია არტემიოვის წყალსაცავი, რომლის სიგრძეა 2 კმ. იგი შეიქმნა გასული საუკუნის 20-იან წლებში შახტინსკის თერმული ელექტროსადგურის ასამუშავებლად. მეორე ტბა ლისიჩკონო კი ბუნების ძეგლია.

ქალაქის ფართობია 16 065,3 ჰა, სიმჭიდროვე - 1 574 კაცი/ კმ²-ზე. ქალაქის შემადგენლობაში შედის ოთხი სოფელი:აიუტინსკი, მაისკი, ტალოვი და სიდოროვო-კადამოვსკი. ოფიციალურად ქლაქს არ აქვს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა და იყოფა ექვს ტერიტორიულ დანაყოფად, მიკრორაიონად.

კლიმატი რედაქტირება

კლიმატი ზომიერად კონტინენტალურია. საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,3 °C. ნალექების რაოდენობაა წლიური 400—450 მმ.

ისტორია რედაქტირება

პირველი დასახლებული პუნქტები, რომელიც 1805 წელს დაარსდნენ ქალაქის ტერიტორიაზე იყვნენ პოპოვსკი, ვლასოვი და გრუშევსკოი. მათ სახელწოდება მიიღეს იმ დონელი კაზაკების გვარების მიხედვით, რომლებმაც მონაწიელობა მიიღეს მათს დაარსებაში. 1867 წელს დაარსდა გრუშევსკოეს მთის დასახლება ქალაქის სტატუსით. 1881 წლიდან 1921 წლამდე ქალაქი ატარებდა სახელს ალექსანდროვსკ-გრუშევსკი. 1897 წელს მასში ცხოვრობდა 16 479 ადამიანი[1]. 1920-1924 წლებში ქალაქი შედიოდა უკრაინის სსრ-ის შემადგენლობაში. 1920 წლის 4 იანვარს ლუგანსკში შეიქმნა დონეცკის გუბერნიის რევკომი, რომლის თავმჯდომარეც იყო ვ. ანტონოვ-სარატოვსკი. 5 იანვარს ჩამოყალიბდა გუბერნიის საზღვრები, რომლის მიხედვითაც ყველა ქვანახშირის მწარმოებელი ტერიტორია გაერთიანდა ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში. მათ რიცხვში იყო ალექსანდროვსკ-გრუშევსკის რაიონი, რომლის ცენტრიც იყო ქალაქი შახტი. 1921წელს ქალაქს ეწოდა შახტი.

1923 წლიდან უკრაინის სსრ-ის ფარგლებში ჩამოყალიბდა შახტი-დონეცკის ოკრუგი, ხოლო შემდეგ 1924 წლიდან ეწოდა სამხრეთ-აღმოსავლეთის ოლქი და ჩრდილო-კავკასიის მხარის შემადგენლობაში რჩებოდა 1930 წლამდე. შახტის (1925 წლიდან შახტი-დონეცკის) ოკრუგი დაარსდა 1923 წელს უკრაინის სსრ-ის დონეცკის გუბერნიის შემადგენლობაში. ოკრუგის ცენტრი გახდა ქალაქი შახტი. 1925 წელს ოკრუგს შეუერთდა მოროზოვის ოკრუგის დიდი ნაწილი.

1930 წლის 30 ივლისს შახტი-დონეცკის ოკრუგი, ისევე როგორც სსრკ-ის ოკრუგების დიდი ნაწილი, გაუქმდა. მისი რაიონები პირდაპირ დაუქვემდებარეს ჩრდილო-კავკასიის მხარეს. დონის მხარის ნაწილი შეუერთდა უკრაინას. დიდი ხნის განმავლობაში უკრაინას ჰქონდა დავა რუსეთის ფედერაციასთან ქალაქ შახტის გამო.

საბჭოთა პერიოდში ქალაქი გახდა რსფსრ-ის ქვანახშირის მრეწველობის ცენტრი. 1954-1957 წლებში როსტოვის ოლქი გაყოფილი იყო როსტოვისა და კამენსკის ოლქებად. კამენსკის ოლქის ცენტრი კი იყო ქალაქი შახტი.

1942 წლის 22 ივლისიდან 1943 წლის 12 თებერვლამდე ქალქი ოკუპირებული იყო გერმანელი ფაშისტების არმიის მიერ. ქალაქი ძლიერ დაზიანდა, განადგურდა ყველა სამრეწველო საწარმო, სახელმწიფო და სასწავლო დაწესებულებები. № 10 სკოლაში ფუნქციონირებდა ბანაკი სამხედრო ტყვეებისათვის. ყოველდღიურად სკოლის ეზოში ხვრეტდნენ ტყვეებს. მიუხედავად ამისა, ქალაქი ომის შემდეგ სწრაფად აღსდგა.

1990-2000 წლებში შახტების უდიდესი ნაწილის დახურვამ გამოიწვია ქალაქის ეკონომიკური დაცემა.

2007 წელს, რეგიონალური განვითარების სამინისტროს განცახდების შემდეგ, რომელიც ითვალისწინებდა აგლომერაციების ჩამოყალიბებას, შეიქმნა აღმოსვლეთ დონბასის აგლომერცია. შახტი გახდა ამ აგლომერაციის ცენტრი. ხოლო ქალაქი-თანამგზავრები გახდნენ კრასნი-სულინი, გუკოვო, ნოვოშახტინსკი და სხვა.

2015 წლის 29 აპრილს შევჩენკოს ქუჩაზე გაიხსნა იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძეგლი. 30 აპრილს მაიაკოვსკის ქუჩაზე გაიხსნა ძეგლი „კატიუშა“.

განათლება რედაქტირება

ქალაქ შახტის ტერიტორიაზე მოქმედებს ოთხი კოლეჯი, ერთი ტენიკუმი, ოთხი ლიცეუმი, ხუთი პროფესიული სასწავლებელი, ორი უმაღლესი სასწავლებელი, სამი კერძო უმაღლესი სასწავლებელი.

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

  • განმათავისუფლებელი ჯარისკაცის ძეგლი გაიხსნა 1985 წლის 7 მაისს. იგი დგას ქალაქის ცენტრში გამარჯვების 40 წლისთავის სახელობის მოედანზე. ძეგლის დადდგმის ინიციატორი იყო ქალაქის აღმასკომი თავმჯდომარე ვიქტორ კოვალიოვი. ძეგლი დაამზადეს ხარკოვის ქანდაკების ფაბრიკაში. ომის წლებში 10 000 შახტელი დაიღუპა ფრონტზე, 35 000 დააჯილდოვეს მედლებითა და ორდენებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 27 შახტელს. ქალაქში მოედანს „ჯარისკაცის მოედანს“ უწოდებენ. ქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დგას ამ ძეგლის მინიატურული კოპიო. ძეგლის სიმაღლე კვარცხლბეკთნ ერთად არის 15 მეტრი. ძეგლი ააგეს იმ მშრომელების თანხებით, რომლებიც მონაწილეობნენ დამკვრელურ გეგმაში „გამარჯვების 40 წელი - 40 დამკვრელური კვირა“. ძეგლის ავტორები არიან მოქანდაკეები: დამსახურებული მხატვარი, ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ი. რიკი და ი. იასტრებოვი. არქიტექტორები: ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები ე. ჩერკასოვი, ა. მაქსიმენკო, შახტის მთავარი არქიტექტორი ვ. ონიშენკო. ჯარისკაცს, რომელიც ძეგლზეა გამოსახული, ხელში უჭირავს ავტომატი. მისი სახე მკაცრი და ძლიერია. მეომრის გვერდით მოთავსებულია ლითონის ორდენები: გამარჯვების, სამამულო ომისა და დიდების ორდენები. კომპლექსის შემადგენლობაშია — ხუთი ნათურა, რომლებიც წარმოადგენენ დიდი სამამულო ომის ხუთი მძიმე წლის სიმბოლოს.
  • ქალაქში მდებარეობს 22 ძეგლი, რომელიც ეძღვნება დიდი სამამულო ომის გმირებს.
  • ვაჭრის საცხოვრებელი სახლი (გალუშკინის ქუჩა 60)
  • ვაჭრის საცხოვრებელი სახლი (კიროვის ქუჩა 65)
  • ვაჭრის საცხოვრებელი სახლი (კლიმენკოს ქუჩა 4)
  • ვაჭრის საცხოვრებელი სახლი (კლიმენკოს ქუჩა 8-10)
  • ვაჭრის საცხოვრებელი სახლი (კლიმენკოს ქუჩა 10ა)
  • ვაჭრის საცხოვრებელი სახლი (კლიმენკოს ქუჩა 14)
  • ვაჭრის საცხოვრებელი სახლი (კლიმენკოს ქუჩა 16)
  • შახტის მფლობელის საცხოვრებელი სახლი (კლიმენკოს ქუჩა 19)
  • ლენინის ძეგლი[2]
  • სასტუმრო „ნაციონალის“ შენობა
  • ხაზინის შენობა
  • ევდოკიმოვის სახლი
  • ქალაქის პირველი სამკითხველოს შენობა
  • ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (1902 წ.)
  • შახტის დრამატული თეატრი (1929 წ.)
  • განმათავისუფლებელი ჯარისკაცის ძეგლი
  • საბჭოთა ხელისუფლებისათვის მებრძოლთა ძეგლი.
  • პირველი კომკავშირელის ძეგლი
  • ლენინის ძეგლი ცენტრალურ მოედანზე
  • დიდი სამამულო ომის გმირების ძეგლი
  • მემორიალური კომპლექსი ლ. კრასინის სახელობის პარკში
  • მემორიალური კომპლექსი კუტურისა და დასვენების პარკში
  • მეშახტის შრომის ძეგლი
  • მიხეილ ჩიხუს ძეგლი
  • ფეიქრის ძეგლი
  • ალექსი ცესარევიჩის ძეგლი
  • ტარას შევჩენკოს ძეგლი

ქალაქ შახტში არის მთელი რიგი რეგიონალური მნიშვნელობის კულტურის ძეგლები[3].

ქალაქში ასევე მოქმედებს შახტის ეპარქიის რამდენიმე ეკლესია: გრიგოლ განმანათლებლის ტაძარი, შახტის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი, მოციქულთასწორ ვლადიმირის ტაძარი, უფლის ამაღლების ტაძარი, ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია, დიდმოწამე პანტელეიმონის ტაძარი, სამების ტაძარი.

ქალაქში ასევე მოქმედებდა შახტის პეტრე-პავლეს ტაძარი, რომელიც დაანგრიეს XX საუკუნის 30-იან წლებში. ეკლესიის აგურით ააშენეს ინკუბატორული სადგური. ეკლესიის ადგილზე ააგეს ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალი და ლენინის ძეგლი.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Боровик, Б. Бессмертен твой подвиг, солдат!: [торжественное открытие монумента Победы]/ Б.Боровик, Л. Куропятникова // Ленинское знамя. — 1985. — 8 мая. — С. 1.
  • В городе Шахты открылся памятник павшим воинам: [в поселке им. Артема установлен обелиск на братской могиле воинов, погибших в Великую Отечественную войну] // Пласт. — 2013. — 14 февр. — С. 1.
  • В память о тех, кто не вернулся из забоя, открыт обелиск на шахте Октябрьской революции // Пласт. — 2004. — № 23 (3 июня). — С. 3.
  • Ваш подвиг Отчизна славит, награда ему — бессмертье: [в пос. Аютинском открыт памятник воинам-землякам, погибшим в Великой Отеч. войне] // Ленинское знамя. — 1986. — 12 мая.
  • Вечная память: [мемориал на шахте им. Красина] // Шахтинские известия. — 2008. — 7 мая. — С. 5.
  • Ерёмина, Г. А. В памятниках города — его неповторимая судьба / Г. А. Ерёмина // К Вашим услугам. — 1988. — № 18 (30апр.). — С. 10.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება