შაშიანისოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. გურჯაანი-თელავის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 530 მეტრი, გურჯაანიდან 16 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2342 ადამიანი. სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი.

სოფელი
შაშიანი

სოფელ შაშიანის საჯარო სკოლა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი შაშიანი
კოორდინატები 41°49′46″ ჩ. გ. 45°40′46″ ა. გ. / 41.82944° ჩ. გ. 45.67944° ა. გ. / 41.82944; 45.67944
ცენტრის სიმაღლე 530
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2342[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შაშიანი — საქართველო
შაშიანი
შაშიანი — კახეთის მხარე
შაშიანი

ისტორია რედაქტირება

საისტორიო წყაროებში შაშიანი შანშიანადაც მოიხსენიება და მეზობელ სოფელ კალაურთან ერთად, შაშიან-კალაურის თემადაც. სოფლის მოსახლეობა უძველესი დროიდან მისდევს მევენახეობას და მემინდვრეობას. XI-XV საუკუნეებში შაშიანი საკათალიკოსო სოფელი იყო. ასეთად ჩანს იგი ალექსანდრე დიდის მიერ დამტკიცებულ 1392 წლის საკათალიკოსო მამულების შეწირვისა და სითარხნის განახლების გუჯარში. კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, შაშიანი ძირითადად საკათალიკოსო სოფლად რჩება, თუმცა მის ყმა-მამულზე წილი სამეფო კარმაც დადო. XVII-XVIII საუკუნიდან ცალკეული ფეოდალებიც აცხადებენ პრეტენზიას სოფლის ყმა-მამულებზე.

სამხრეთ-ადმინისტრაციული დაყოფის თანახმად, შაშიანი სარუსთველო დროშაზე იყო მიწერილი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.