შაქის სახანო (აზერ. Şəki xanlığı) — ფეოდალური სახელმწიფო აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე. შეიქმნა აჯი-ჩალაბის მეთაურობით ირანის აგრესიის წინააღმდეგ აზერბაიჯანელი ხალხის ბრძოლის პროცესში. შაქის სახანო იყოფოდა 8 მაღალად (მხარე), რომელსაც სათავეში ნაიბი ედგა. ეკონომიკის ძირითად დარგს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით განვითარებული იყო მეაბრეშუმეობა. 1805 წლის ხელშეკრულებით შაქის სახანო რუსეთს შეუერთდა, რაც განამტკიცა გულისტანის საზავო ხელშეკრულებამ. 1819 წელს შაქის სახანო გარდაიქმნა პროვინციად, რომელიც რუსეთის სამხედრო ადმინისტრაციას დაექვემდებარა. 1840 წელს მას შექის მაზრა უწოდეს. 1859 წელს შაქის სახანო ბაქოს გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო 1868 წლიდან ელიზავეტპოლის გუბერნიის გამგებლობაში მოექცა.

შაქის სახანო 1801-1813 წლებში

ლიტერატურა რედაქტირება