შაუქათ აზიზი (ურდუ شوکت عزیز  დ. 6 მარტი, 1949, კარაჩი, პაკისტანი) — პაკისტანის სახელმწიფო მოღვაწე. იგი გახლდათ პაკისტანის ეკონომიკის მინისტრი და  პრემიერ მინისტრი.[1][2]

შაუქათ აზიზი
ურდუ شوکت عزیز
პაკისტანის დროშა პაკისტანის 23-ე პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 აგვისტო, 2004 – 15 ნოემბერი, 2007
პრეზიდენტი  ფერვეზ მუშარაფი
წინამორბედიჩოუფხრი შუდჯატ ჰუსეინი
მემკვიდრემუჰამედმიან სოდრო

პაკისტანის დროშა პაკისტანის ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ოქტომბერი 1999 – 15 ნოემბერი 2007

დაბადებული6 მარტი 1949 (72 წლის)
კარაჩი, პაკისტანი
პოლიტიკური პარტიაპაკისტანის მუსლიმთა ლიგა
განათლებარავალინდის გორდონის კოლეჯი
წმინდა პატრიკის უმაღლესი სკოლა
ბიზნესის მართვის უნივერსიტეტი
რელიგიაისლამი

ბიოგრფია რედაქტირება

შაუქათ აზიზი დაიბადა 1949 წლის 6 მარტს კარაჩიში. მან მიიღო დაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქში, დადიოდა კარაჩის  წმინდა პატრიკის სკოლასა და აბოტაბადის საჯარო სკოლაში აბოტაბადში,  შემდეგ დაამთავრა რავალპინდის კოლეჯი 1967 წელს. მისი მამა, ს.ა. აზიზი (აბდულ აზიზი) იყო რადიოინჟინერი, რომელიც მუშაობდა პაკისტანის სახელმწიფო სამაუწყებლო კორპორაციაში (PBC) მთავარ ინჟინრად . მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პაკისტანის რადიოს განვითარებაში. ამისათვის იგი პაკისტანის მთავრობამ 1950 -იან წლებში სახელმწიფო პრემიებით  დააჯილდოვა.  1969 წელს შაუქათმა დაიწყო   ბანკში მუშაობა კარაჩიში. იგი  ინტენსიურად მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საბერძნეთში, აშშ -ში, დიდ ბრიტანეთში, მალაიზიასა და სინგაპურში. დროთა განმავლობაში იგი გახდა Citibank– ის პრეზიდენტი. საერთო ჯამში, აზიზმა თავისი ცხოვრების 30 წელი გაატარა გლობალური ფინანსური გარიგებების სფეროში.[3]

შაუქათ აზიზი  დაინიშნა ფინანსთა მინისტრად პაკისტანის მთავრობაში 1999 წლის ნოემბერში, პაკისტანის არმიის სამხედრო გადატრიალების დაწყებიდან მალევე. როგორც ფინანსთა მინისტრმა, შაუქათმა დიდი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობისკენ. მისი უფლებამოსილება გაფართოვდა და ის გახდა პასუხისმგებელი ფინანსების, ეკონომიკის, სტატისტიკის, დაგეგმვის, განვითარების და მთავრობის შემოსავლების ადმინისტრირებაზე. აზიზი ასევე გახლდათ მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური საკოორდინაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ეროვნული ეკონომიკური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და მთავრობის პრივატიზაციის კომიტეტის თავმჯდომარე.  2002 წელს სენატორი გახდა.

ამავე დროს, შაუქათ აზიზი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა  მისი პოლიტიკის გამო, რომლის მიხედვით შემცირდა სახელმწიფოს პროცენტული წილი საჯარო სექტორში, მაგრამ ის აცხადებდა, რომ მან  ეს რეფორმები განახორციელა ქვეყნის ეკონომიკური კლიმატის გასაუმჯობესებლად, როდესაც ის  თითქმის დაშლის პირას იყო. შაუქათ აზიზის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდება იყო ის, რომ როგორც ფინანსთა მინისტრი, ის არ ატარებდა ღარიბთა დახმარების პოლიტიკას.

 
კონდოლიზა რაისთან ერთად - 2006 წ.

თუმცა, მისი მინისტრობის პერიოდში პირველად პაკისტანის ისტორიაში,  ეკონომიკა გაიზარდა წელიწადში 6.4% -ით. შემოსავლების მოსაკრებელი  გაიზარდა დაახლოებით 40 პროცენტით, თუმცა ეს წარმატება დიდწილად განპირობებული იყო ასობით მილიონი დოლარის სესხებითა და აშშ -ის დახმარებით პაკისტანის ტერორიზმთან ომში გაწევრიანებისთვის. გარდა ამისა, მთელი რიგი შიდა და გარე რყევების მიუხედავად, პაკისტანში ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 2004 წლის 30 ივნისს რეზერვები გაიზარდა $ 10.560 მილიარდამდე (1999 წლის ოქტომბერში $ 1.2 მილიარდიდან). გაცვლითი კურსი გახდა სტაბილური და პროგნოზირებადი. ინფლაცია 3 წელიწადში შემცირდა 3.5% -მდე (1990 წლის 11-12% -თან შედარებით).[4][5][6]

შაუქათ აზიზმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია გვადარის პორტის განვითარებას და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ქალაქის ერთ -ერთ მთავარ პორტად ჩამოყალიბებაში. ის მმართველმა პარტიამ პრემიერ მინისტრის პოსტზე წარადგინა მას შემდეგ, რაც ზაფარაულა ხან ჯამალი გადადგა.

 
შაუქათ აზიზი მსოფლიო ეკონომიკურ ფოეუმზე 2008 წელს

აზიზი პარლამენტმა აირჩია პრემიერ მინისტრად 2004 წლის 27 აგვისტოს, პაკისტანის ეროვნულ ასამბლეაში მიიღო 191 ხმა 151 -ის წინააღმდეგ . ფიცი დადო 2004 წლის 28 აგვისტოს. მიუხედავად იმისა, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას  არ ეკუთვნოდა, მაინც მოახერხა პრემიერის კაბინეტში მოხვედრა. პაკისტანურმა მედიამ მას  "შემოკლებული აზიზი" შეარქვა პოლიტიკური შეხედულებების ნაკლებობის გამო.  მაშინ როდესაც საერთაშორისო მედიამ მას "ქალაქელი ჯენტლმენი" უწოდა ვინაიდან იგი  მშვიდად საუბრობდა  და სტუმრებს დიდი ჟესტებით და მანერებით ეგებებოდა. ამავე დროს აზიზმა  შეინარჩუნა ფინანსთა მინისტრის პოსტი. მისმა მთავრობამ ქვეყნის პოლიტიკურ სფეროში უაღრესად კვალიფიციური  ახალი სახეები  წარმოადგინა. მათ შორის იყვნენ: ჰინა რაბანი ხარ (ეკონომიკის სამინისტრო), ჰაფიზ შეიხი (ინვესტიციების სამინისტრო), ხურშიდ კასური (საგარეო საქმეთა სამინისტრო) და ატა ურ რაჰმანი (როგორც მეცნიერების მრჩეველი) ). ... ამ ტექნოკრატთაგან ბევრი შეუერთდა თანმიმდევრულ მთავრობებს და შემდეგ განაგრძეს წარმატებული პოლიტიკური კარიერა.[7][8][9][10]

აზიზმა დატოვა თანამდებობა 2007 წლის 16 ნოემბერს, მისი საპარლამენტო ვადის ბოლოს და გახდა პაკისტანის პირველი პრემიერ მინისტრი, რომელმაც თანამდებობა დატოვა პარლამენტში ხუთწლიანი ვადის დასრულების შემდეგ.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

შაუქათ აზიზი ამჟამად ცხოვრობს ლონდონში. იგი დაქორწინებულია, ჰყავს სამი შვილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "Shaukat Aziz Becomes Prime Minister". Story of Pakistan. Archived from the original on 29 June 2012. Retrieved 22 May 2012.
  2. "FORMER PRIME MINISTERS". pmo.gov.pk. Archived from the original on 12 June 2018. Retrieved 9 June 2018.
  3. "Shaukat Aziz". Chinese University of Hong Kong. Archived from the original on 13 January 2012. Retrieved 28 May 2012.
  4. Atlantic Council. "US-Pakistani Relations "Challenging," Says Ex-Prime Minister Shaukat Aziz". Atlantic Council. Archived from the original on 9 March 2013. Retrieved 30 May 2012.
  5. "Pakistan pursuing balanced foreign policy: Shaukat Aziz". Pakistan Tribune. 27 June 2006. Archived from the original on 21 October 2013. Retrieved 30 May 2012.
  6. "Pakistan is a U.S. ally, prime minister says". Daily Princeton. Archived from the original on 15 May 2013. Retrieved 30 May 2012.
  7. E-Government (8 August 2008). "Shaukat Aziz". Story of Pakistan. Electronic Government of Pakistan. Archived from the original on 7 September 2011. Retrieved 8 August 2011.
  8. Release (4 September 2007). "Aziz urges 'criteria based' approach for civil nuclear technology" დაარქივებული 2012-12-21 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. Daily TImes, 2007. Retrieved 29 May 2012.
  9. "Radio Pakistan playing important role in national integration:Shaukat Aziz". Associate Press of Pakistan. 12 February 2004. p. 1. Archived from the original(webcache) on 26 June 2010. Retrieved 30 May 2012.
  10. Shahzad Raza (29 September 2005). "PM's visit to South Korea: Shaukat Aziz will sign accords on assistance and development". Daily Times. Archived დაარქივებული 16-11-2018 საიტზე Wayback Machine. from the original on 21 October 2013. Retrieved 30 May 2012.