შატ-ელ-არაბი (არაბ. شط العرب — "შატ ალ-'არაბ", სპარს. اروندرود — "არავანდ რუდ") — ტიგროსისა და ევფრატის შეერთების შედეგად წარმოშობილ 195 კმ სიგრძის მდინარე, რომელიც სპარსეთის ყურეში ჩაედინება. მდინარის ქვედა ნაწილი წარმოადგენს საზღვარს ირანსა და ერაყს შორის. შატ ალ-არაბს აღმოსავლეთიდან უერთდება მდ. ქარუნი. მდინარეზე 2 მნიშვნელოვანი პორტია: ბასრა (ერაყი) და აბადანი (ირანი).

შატ-ელ-არაბი

შატ-ელ-არაბი ქ. ბასრასთან, ერაყი
ქვეყანა ერაყი, ირანი
სიგრძე 195 კმ
link=commons:Category:{{{Commons}}} შატ-ელ-არაბი ვიკისაწყობში

1852 წელს უბედური შემთხვევის შედეგად შატ-ალ-არაბში ჩაიძირა პარიზში მიმავალი სატრანსპორტო გემი, რომელიც სავსე იყო დურ შარუქინში გათხრების შედეგად მოპოვებული უნიკალური ექსპონატებით. ეს განძი სამუდამოდ დაიკარგა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება