შარლოტ კუპერი (ჩოგბურთელი)

შარლოტ კუპერი (დ. 22 სექტემბერი, 1870 — გ. 10 ოქტომბერი, 1966) — ინგლისელი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც უიმბლდონის ჩემპიონატის ტიტული ხუთჯერ მოიპოვა და 1900 წელს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. 1900 წლის 11 ივლისს პარიზში გამარჯვების შემდეგ, იგი გახდა პირველი ქალი ოლიმპიური ჩოგბურთის ჩემპიონი.

შარლოტ კუპერი

შარლოტა
დაბადების თარიღი 22 სექტემბერი, 1870
გარდაცვალების თარიღი 10 ოქტომბერი, 1966 (96 წლის)
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ჩოგბურთელი

ადრეული ცხოვრება და კარიერა რედაქტირება

შარლოტა კუპერი დაიბადა 1870 წლის 22 სექტემბერს ილინგში, მიდლსექსში, ინგლისში, ჰენრი კუპერის უმცროსი ქალიშვილი.[1] მან ჩოგბურთის თამაში ისწავლა ილინგის ტენისის კლუბში, პირველად ჰ. ლოურენსის მწვრთნელობით, შემდეგ კი ჩარლზ მარტინის და ჰაროლდ მაჰონის. 1893-1917 წლებში მან მონაწილეობა მიიღო უიმბლდონის 21 ტურნირში. მისი პირველი გამოჩენისას მოახერხა რომ ტურნირის ნახევარფინალში გასულიყო, ნახევარფინალში დამარცხდა ბლანშ ბინგლისთან. თავისი პირველი ტიტული 1895 წელს მოიგო, ჰოლდენ ჯექსონი დაამარცხა All-Comers-ის ტურნირის ფინალში.[2]1896 წელს მან წარმატებით დაიცვა ტიტული ალისა სიმპსონ პიკერინგის წინააღმდეგ. 1897-1901 წლებში შორის ტიტულები გაიყო კუპერსა (1898, 1901) და ბინგლი ჰილარდს (1897, 1899, 1900) შორის. 1908 წელს მან მოიგო თავისი ბოლო ტიტული, როდესაც მან დაამარცხა აგნეს მორტონი All-Comers-ის ფინალში, შვიდწლიანი შესვენების შემდეგ და 37 წლის ასაკში.[3][4]

შარლოტამ ერთეულთა თანრიგის ტიტული მოიპოვა ირლანდიის ჩოგბურთის ჩემპიონატებზე 1895 და 1898 წლებში, იმ დროისთვის პრესტიჟულ ტურნირზე.[5] 1900 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, სადაც ქალებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა, შარლოტამ მოიგო ერთეულთა თანრგის ტურნირი. 1900 წლის 11 ივლისს ფინალში დაამარცხა ჰელინ პრევოსტი და გახდა პირველი ქალი ოლიმპიური ჩოგბურთის ჩემპიონი. Reginald Doherty– სთან ერთად წყვილთა თანრიგში მოიგო ფინალი ჰელინ პრევოსტთან და ჰაროლდ მაჰონიასთან . 1901 წელს მან მოიგო ერთეულთა თანრიგის ტიტული გერმანიაში, ხოლო 1902 წელს მან მოიგო შვეიცარიის ჩემპიონატი.[6] აქტიურ სპორტულ ცხოვრებას 1950 წლამდე ეწეოდა.

1901 წლის 12 იანვარს იგი დაქორწინდა ადვოკატ ალფრედ სტერიზე, რომელიც გახდა ჩოგბურთის ასოციაციის პრეზიდენტი. მათ შეეძინათ ორი შვილი: რექსი (დაიბადა 1903), რომელიც იყო ინგლისის კლუბის ვიცე-თავმჯდომარე 15 წლის განმავლობაში 1960-იან და 1970-იან წლებში და გვენი (დაიბადა 1905 წელს), ჩოგბურთელი, რომელიც მონაწილეობდა უიმბლდონში და თამაშობდა ბრიტანეთის უიტმენის თასის გუნდში.[1][7][8][9]

კუპერი, რომელიც ყრუ იყო 26 წლის ასაკიდან, გარდაიცვალა 1966 წლის 10 ოქტომბერს 96 წლის ასაკში, შოტლანდიაში, ჰელენსბურგში.[1][10][11]

იგი 2013 წელს შეიყვანეს ჩოგბურთის დიდების საერთაშორისო დარბაზში.[12]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Oxford Dictionary of National Biography – Sterry [née Cooper, Charlotte Reinagle]. Oxford University Press.
  2. https://www.nzherald.co.nz/bay-of-plenty-times/sport/news/article.cfm?c_id=1503345&objectid=11068349
  3. Wimbledon player archive – Charlotte Sterry (Cooper). AELTC.
  4. Bud Collins (2010). The Bud Collins History of Tennis, 2nd, [New York]: New Chapter Press, გვ. 445, 709. ISBN 978-0942257700. 
  5. https://books.google.ge/books?id=8kyvBAAAQBAJ&pg=PA48&lpg=PA48&dq=how+important+were+the+irish+tennis+championships&source=bl&ots=Vzar8jBKTE&sig=REQFWi7lcpRbpMEzpycvcnpazAY&hl=en&sa=X&redir_esc=y#v=onepage&q=how%20important%20were%20the%20irish%20tennis%20championships&f=false
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-17. ციტირების თარიღი: 2020-02-18.
  7. Robertson, Max (1974). The Encyclopedia of Tennis. London: Allen & Unwin, გვ. 323, 324. ISBN 9780047960420. 
  8. Wimbledon players archive – Gwen Simmers (Sterry). AELTC.
  9. Charlotte Cooper Sterry. Helensburgh Heroes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-15. ციტირების თარიღი: 2020-02-17.
  10. Charlotte Cooper – a biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-02. ციტირების თარიღი: 2020-02-17.
  11. Charlotte Cooper Sterry – All time tennis legend. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-03. ციტირების თარიღი: 2020-02-16.
  12. Hall of Famers – Charlotte Cooper Sterry. International Tennis Hall of Fame.