შანკევანი, ივეთის-ზახარო[2]სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოს თემში.[1]მდებარეობს საგურამოს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 880 მ, მცხეთიდან 16 კმ, საგურამოდან 4 კმ.

სოფელი
შანკევანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი საგურამო
კოორდინატები 41°53′13″ ჩ. გ. 44°48′17″ ა. გ. / 41.88694° ჩ. გ. 44.80472° ა. გ. / 41.88694; 44.80472
ცენტრის სიმაღლე 900
მოსახლეობა 58[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 74,1 %
ოსები 25,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შანკევანი — საქართველო
შანკევანი
შანკევანი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
შანკევანი
შანკევანი — მცხეთის მუნიციპალიტეტი
შანკევანი

ისტორია რედაქტირება

1898 წლის ერთვერსიან რუკაზე აღნიშნული დასახლება მოხსენიებულია „ივეთის-ზახარო“-ს სახელით, ხოლო სოფელი არაშენდა — „შანკევარი“-დ (რუს. Шанкеваръ/Аръ-Ашенда). 1910 წლის ერთვერსიან რუკაზე კი სოფელი უკვე იხსენიება, როგორც „შამკევანი“. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა საგურამოს მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 58 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 95[3]
2014 58  

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. ერთვერსიანი რუკა, 1898 წ.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.