შამქორის რაიონი

რაიონი აზერბაიჯანში

შამქორის რაიონი ან შამქირის რაიონი (აზერ. Şəmkir) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. ის მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან რაიონს უწოდებდნენ „შამქორს“ და მხოლოდ 1991 წელს დაარქვეს „შამქირი“ (აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ). რაიონი დაარსდა 1930 წელს. მისი დედაქალაქია შამქორი.

ადმინისტრაციული ერთეული
შამქორის რაიონი
აზერ. Şəmkir rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი შამქორი
კოორდინატები 40°49′57″ ჩ. გ. 46°01′35″ ა. გ. / 40.83250° ჩ. გ. 46.02639° ა. გ. / 40.83250; 46.02639
მმართველი Rashad Taghiyev
დაარსდა 1930
ფართობი 1956.7 კმ²
მოსახლეობა 203 900 (2013)[1] ,
213 400 (2017)[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 2230
საფოსტო ინდექსი AZ5700
საავტომობილო კოდი 57
ოფიციალური საიტი http://shamkir-ih.gov.az/
შამქორის რაიონი — აზერბაიჯანი
შამქორის რაიონი

მთავრობა და ეკონომიკა რედაქტირება

შამქორის ოლქი არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთ-ერთი უდიდესი რაიონი, მოიცავს 1660.00 კმ2-ს, ხოლო მოსახლეობა შეადგენს 192.900-ს, 2017 წლის რეგისტრაციის ოფიციალური მონაცემების მიხედვით. დასაქმებული ადამიანების ძირითადი ნაწილი მუშაობს სოფლის მეურნეობაში, მრეწველობაში და მშენებლობებზე. შამქორის ეკონომიკის საფუძველი სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. ძირითადად მეურნეობაში გავრცელებულია: ფრინველის მოშენება, მესაქონლეობა და აბრეშუმის წარმოება. აზერბაიჯანში ხორბალი, ქერი, სიმინდი, ყურძენი, ხახვი, კომბოსტო, პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, მზესუმზირა, კარტოფილი, მევენახეობა და მეცხოველეობა წარმოადგენს და უზრუნველყოფს მთავარ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. 2017 წლის სტატისტიკის თანახმად, შეიქმნა 3149 სამუშაო ადგილი, აქედან 1984 იყო მუდმივი, ხოლო 1165 დროებითი სამუშაო.

ელექტროენერგიის მოპოვება ხდება შამქორის ჰიდროელექტროსადგურზე , რომელიც მდინარე მტკვრის წყალზე მუშაობს და ასევე უზრუნველყოფს შამქორსა და მიმდებარე ტერიტორიებს სარწყავი წყლით. [3][4][5][6][7] მუნიციპალიტეტის მთავრობა დაარსდა 1999 წელს. აქ 64 დასახლებული პუნქტია და 57 მუნიციპალიტეტი. 57 მუნიციპალიტეტიდან 52 სოფლის მუნიციპალიტეტია. მუნიციპალიტეტების როლი ფართოვდება, ისევე როგორც ვითარდება ქალაქი, სოფლის მეურნეობა, გზების მოწყობა და სოციალური ინფრასტრუქტურა.

2016 წლის შემოდგომასა და გაზაფხულზე, 14 129 ჰექტარ ფართობზე მარცვლეული დაითესა. აქედან 8 304 ჰექტარი ხორბლის დასათესად იყო გამოყენებული, ხოლო 5 777 ჰექტარი ქერისთვის. ასევე მაღალხარისხიანი ბოსტნეულები, როგორიცაა პომიდორი, კიტრი მოიყვანეს 906,7 ჰექტარზე (სათბურის პირობებში).[3][8]

ზოგადი ინფორმაცია რედაქტირება

პოპულაცია რედაქტირება

რაიონის მოსახლეობა 192.900 ადამიანია, აქედან 33,49% ცხოვრობს ქალაქში და 66,51% ცხოვრობს სოფლებში. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე 113,49 ადამიანი/კმ2 -ზე. კაცები შეადგენენ მოსახლეობის 49,58%-ს, ქალები კი 50,42%-ს. ბავშვები მოსახლეობის 11.26% -ს შეადგენენ, ხოლო მთლიანი რაიონში 33,18% 18 წლამდე ასაკისაა, 57.86% კი 18-დან 60 წლამდე ასაკის. 5.79%-ს აქვს უმაღლესი განათლება, 56.1% -ს კი საშუალო განათლება.

ტერიტორიული სტატისტიკა რედაქტირება

შამქორს საზღვარი აქვს გადაბეის, დაშქესანის, თოუზის, სამუხის და გოიგოლის რაიონებთან

მთლიანი ტერიტორია 1660.00 km2
სასოფლო-სამეურნეო მიწის საერთო ფართობი 1245.00 km2
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი. 415.00 km2
საძოვრების ფართობი მესაქონლეობისთვის 827.00 km2
დარგული მიწის საერთო ფართობი 388.00 km2
ხეხილის ბაღების საერთო ფართობი 27.70 km2

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება