შალვა სუთიაშვილი

ქართველი მორაგბე

შალვა სუთიაშვილი (დ. 24 იანვარი, 1984, თბილისი) — საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ფრანგულ კლუბ „ანგულემი“-ში მოთამაშე ქართველი მორაგბე. ვეტერანი ქართველი მორაგბეს, გიორგი (გოგი) სუთიაშვილის შვილი.[2]

შალვა სუთიაშვილი
პირადი მონაცემები
სრული სახელი შალვა სუთიაშვილი
დაბადების თარიღი 24 იანვარი, 1984(1984-01-24)[1](40 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
სიმაღლე 1.91 მ
წონა 101 კგ
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი მასი
პოზიცია მღლეტელი
ნომერი 6,7,8
ეროვნული ნაკრები
ნაკრები საქართველოს დროშა საქართველო
ნომერი 6,7
თამაში 70
ქულა 10

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მას ჩატარებული აქვს 48 თამაში და დადებული აქვს 1 ლელო. მისი დებიუტი შედგა 2005 წლის 12 ნოემბერს თბილისში, საერთაშორისო ტურნირზე, ჩილესთან 29-6 მოგებულ შეხვედრაში. მაშინ სუთიაშვილი 21 წლის იყო. მან გამოტოვა 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში, თუმცა გამოძახებული იყო 2011 წლის ჩემპიონატზე, სადაც ორ შეხვედრაში ითამაშა. ის დღემდეა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და მონაწილეობა მიიღო 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში.[3]

2014 წლის IRB-ის თბილისის თასზე და 2015 ევროპის ერთა თასზე სუთიაშვილი იყო ეროვნული ნაკრების კაპიტანი.


რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება