შავშეთის ქედი

ქედი საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ართვინის პროვინცი

შავშეთის ქედიქედი საქართველოსა და თურქეთის (ართვინის პროვინცია) საზღვარზე, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, მდებარეობს საქართველოს სამხრეთ მთიანეთში. სიგრძე დაახლოებით 65 კმ, სიმაღლე ზღვის დონიდან 2812 მ-მდე (მთა ხევა). თითქმის განედური მიმართულებისაა. ჭარბობს პლატოსმაგვარი ზედაპირები. აგებულია ქვიშაქვებით.

შავშეთის ქედი
შავშეთის ქედის ხედი ხულოდან. ცენტრში ჩანს უმაღლესი მწვერვალი ხევა.
შავშეთის ქედის ხედი ხულოდან. ცენტრში ჩანს უმაღლესი მწვერვალი ხევა.
კოორდინატები: 41°30′20″ ჩ. გ. 41°59′43″ ა. გ. / 41.50556° ჩ. გ. 41.99528° ა. გ. / 41.50556; 41.99528
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თურქეთის დროშა თურქეთი
ტერიტორიული ერთეული შუახევის მუნიციპალიტეტი
ქედის მუნიციპალიტეტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ართვინის პროვინცია
უმაღლესი წერტილი ხევა
სიმაღლე 2812 
სიგრძე 65 კმ
ამგებელი ქანები ქვიშაქვა
შავშეთის ქედი — საქართველო
შავშეთის ქედი
სურათები ვიკისაწყობში

შავშეთის ქედი აღმოსავლეთით უკავშირდება არსიანის ქედს, დასავლეთით ებჯინება მდინარეების ჭოროხისა და აჭარისწყლის შესართავს. აღმოსავლეთით, მაღალ, ნაწილზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვლები — მყინვარული ცირკები, მორენები, „ვერძის შუბლები“. თხემი შემოსილია ალპური მდელოებით, კალთები წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით.

ლიტერატურა რედაქტირება