შავყელა ღორიხვა

ფრინველი ღორიხვასნაირთა რიგისა

შავყელა ღორიხვა,[1][2] შავგულა ღორიხვა[3] (ლათ. Gavia arctica) — ფრინველი ღორიხვასნაირთა რიგისა. დიდი ზომის წყალმცურავი ფრინველია;[4] მისი სხეულის სიგრძეა 58–73 სმ, ფრთების შლილი 113–130 სმ,[2] მასა 1316–3400 გრამი.[5] ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ევრაზიის ტუნდრიდან ტყესტეპამდე ზონაში,[6] აღნიშნულია ალასკის უკიდურეს დასავლეთ ნაწილშიც;[7] იზამთრებს სამხრეთით, ატლანტის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ (მ. შ. შავ და კასპიის ზღვებზე)[6] და წყნარი ოკეანის დასავლეთ სანაპიროებზე.[8] საქართველოში იშვიათია,[4] გვხვდება ზამთარში და გადაფრენისას.[1][2] მიწაზე სიარული არ შეუძლია, მხოლოდ დაბობღავს;[4] წყლის ზედაპირიდან ასაფრენად გრძელ მანძილზე გამოქანება სჭირდება.[6] აქვს სწორი მუქი ნისკარტი, არამობუდარის მუქი ზურგი, მობუდარს — თეთრლაქებიანი (გარდიგარდმოზოლებიანი) შავი ზურგი,[2] თავი და კისერი რუხია, ყელი — შავი, ქვემოდან შემოვლებული თეთრი ზოლით, კისრის ქვემო და ჩიჩახვის ზემო ნაწილი შავია, ტანის ქვედა მხარე თეთრი.[4] ბინადრობს ტბებზე, დიდ მდორე მდინარეებზე, დელტებზე და ზღვაზე.[2] ხმა — ძლიერი კივილი, რომელიც მოაგონებს კვნესას ან ხარხარს, და დაბალი „გაგა“.[4] დებს 1–3 (ჩვეულებრივ 2) ზეთისხილისფერ-ყავისფერ კვერცხს შავი წინწკლებით. კრუხობს ორივე მშობელი, ინკუბაცია 28–30 დღე გრძელდება. ბარტყების გამოკვებაზეც ორივე ზრუნავს. 60–65 დღეში ფრენას იწყებენ.[7] იკვებება თევზებით, კიბოსნაირებითა და წყალმცენარეებით.[6] ცნობილია ორი ქვესახეობა (ადრე სამი): ევროპული შავგულა ღორიხვა[9] (Gavia arctica arctica; Linnaeus, 1758) და აღმოსავლეთციმბირული შავგულა ღორიხვა[9] (Gavia arctica viridigularis; Dwight, 1918).[10]

შავყელა ღორიხვა

შეფერილობა გამრავლების პერიოდში
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Gavia arctica (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22697834
გავრცელება

  გამრავლების რაიონები
  გამოზამთრების რაიონები

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 597.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 26, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  3. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 17, 161, 184.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.
  5. Black Kite (Milvus migrans). BirdID's Bird Guide. BirdID. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2020.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 29. 432 с.
  7. 7.0 7.1 Arctic Loon (Gavia arctica). Guide to North American Birds. National Audubon Society. audubon.org. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2020.
  8. BirdLife International (2012). Gavia arctica. IUCN Red List of Threatened Species. 2012. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  9. 9.0 9.1 ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 161.
  10. Jobling, James A.. Key to Scientific Names in Ornithology. Handbook of the Birds of the World Alive. Lynx Edicions. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2020.