შავულა

ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა

შავულა,[1] შავი ჭოვილო[2] (ლათ. Tringa ochropus) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 21–24 სმ, მასა შეადგენს 50–80 -ს, ფრთის შლილი — 41–46 სმ. ნისკარტი მოკლეა, ფერად შავი. სხეულის ზედა მხარე მოყავისფროა, აყრია წვრილი ლაქები. თავსა და კისერზე რუხ-ყავისფერი მორთულობა აქვს. კუდი ძირში თეთრია, ბოლოში — შავი. ფრენის დროს ქვევიდან თეთრი კუდი, შავი ფრთები და კუდს იქით ოდნავ გაცილებული ფეხები ჩანს. ბუდობს ზაფხულში, სკანდინავიიდან ციმბირამდე წიწვოვან ტყეებში. უპირატესობას ანიჭებს გაშლილ და ნოტიო ტყეებს, აგრეთვე ჭაობებს. გადაფრენა ახასიათებს. ზამთარს ზომიერ სარტყლებში ატარებს, მაგრამ წლის უმეტეს დროს ცენტრალურ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში გვხვდება. აქტიურია შებინდებისას. დამახასიათებელია მუდმივად მოძრავი კუდი. ხშირად ზის ხეებზე. იკვებება წყლის მწერებით, კიბოსნაირებითა და მცირე ზომის თევზებით. მეჭვავიასნაირთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, შავულა ბუდეს მიწაზე არ იკეთებს, არამედ იკავებს შაშვისებრთა მიტოვებულ ბუდეებს, უმთავრესად ბოლოშავასას. დედალი დებს 3–4 კვერცხს; ბარტყები გამოჩეკიდან მალევე ტოვებენ ბუდეს და მშობლებთან კიდევ მცირე ხნით რჩებიან. შავულას სიცოცხლის ხანგრძლივობა 8–11 წელს შეადგენს.

შავულა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  მეჭვავიასნაირნი
ოჯახი:  ჩიბუხასებრნი
გვარი:  ჭოვილო
სახეობა:  შავულა
ლათინური სახელი
Tringa ochropus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693243

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 651.
  2. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 93, 177, 217.