შავი ყვავი[1][2] (ლათ. Corvus corone) — ფრინველი ყორნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 44–56 სმ. ბინადრობს ევროპასა და აზიაში; საქართველოში იშვიათად გვხვდება მიმოფრენისას.[3] გავრცელების არეალის ჩრდილოეთში შავი ყვავი გადამფრენი ფრინველია, სამხრეთში — მობინადრე. ბუდობს ტყეებში, პარკებში, ჭალის კორომებში; ჩვეულებრივ იზამთრებს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში. ბუდეს ხეზე აკეთებს, მისი უქონლობის შემთხვევაში კი — ბუჩქებზე და ლერწმნარებში. მარტის ბოლო–მაისის დასაწყისში დედალი 4–5 კვერცხს დებს. ყოვლისმჭამელია. ალაგ-ალაგ აზიანებს და ანადგურებს სანადირო ფრინველების ბუდეებს, უმთავრესად იხვისას.

შავი ყვავი


მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Corvus corone (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22706016

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 634.
  2. carrion crow — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 659.