შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

უნივერსიტეტი საქართველოში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ინგლ. International Black Sea University; ასევე: IBSU) — უნივერსიტეტი საქართველოში, ქალაქ თბილისში. დაარსდა 1995 წელს. უნივერსიტეტში სასწავლო ენა არის ქართული და ინგლისური. IBSU გაიხსნა 1995 წელს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებისა და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. უნივერსიტეტი საზეიმოდ გახსნეს საქართველოს პრეზიდენტმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დევიზი Life-long Friendship for Peace through Education
დაფუძნდა 1995
ტიპი კერძო
რექტორი საფფეთ ბაირაქთუთან
კანცლერი ექრემ დინდაროლ
მისამართი დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ. 2
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტელეფონი +995 32 2595005
+995 32 2595007
კავშირები ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[1]
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი — საქართველო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ოფიციალური საიტი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. https://web.archive.org/web/20221123144401/https://www.auf.org/les_membres/nos-membres/