ყირგიზეთის ქედი (ყირგ. Кыргыз Ала-Тоо; ყაზახ. Қырғыз Алатауы) — ქედი ყირგიზეთში; დასავლეთი ნაწილი განფენილია ყაზახეთის საზღვართან. სიგრძე 375 კმ. სიმაღლე 4875 მ (მთა დასავლეთი ალამედინი). გადაჭიმულია მდინარე ჯამბულიდან მდინარე ჩუს ხეობამდე. აგებულია დანალექი და მეტამორფული ქანებით, პორფირიტებით, გრანიტებით. ჩრდილოეთი კალთა შედარებით ციცაბო და წაგრძელებულია, ვიდრე სამხრეთი. კალთებზე 2500 მ-მდე სტეპი და ტყეებია, მაღლა — სუბალპური და ალპური მდელოები, 3700 მ-ის ზევით — თოვლნარი და მყინვარები. გამყინვარების ფართობი აღწევს 223 კმ².

ყირგიზეთის ქედი
ყირგიზეთის ქედი
ყირგიზეთის ქედი
კოორდინატები: 42°30′ ჩ. გ. 74°35′ ა. გ. / 42.500° ჩ. გ. 74.583° ა. გ. / 42.500; 74.583
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
უმაღლესი წერტილი დასავლეთი ალამედინი
სიმაღლე 4875 
სიგრძე 375 კმ
ყირგიზეთის ქედი — ყირგიზეთი
ყირგიზეთის ქედი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება