ყიზილ-უზენი (სპარს. قزل اوزن) — მდინარე ირანში. სიგრძე 720 კმ, აუზის ფართობი 56,2 ათ. კმ². სათავეს იღებს ზაგროსის მთების ჩრდილოეთ განშტოებებზე, კვეთს ირანის მთიანეთის დასავლეთ ნაწილს, ქვემოთში არღვევს ელბურსის მთების დასავლეთ განშტოებებს. უერთდება მდინარე შაჰრუდს და წარმოქმნის სეფიდ-რუდს, რომელიც კასპიის ზღვაში ჩაედინება და დელტას ქმნის. საშუალო მრავალწლიანი ხარჯია 170 მ³/წმ. ახასიათებს წყლის დონის აწევის ორი პერიოდი: გაზაფხულზე — თოვლის დნობის გამო და შემოდგომით — წვიმებისგან. ყიზილ-უზენისა და შაჰრუდის შესართავთანაა ჰიდროკვანძი (100 მეტრის სიმაღლის კაშხალი, ჰესი, წყალსაცავი). იყენებენ სარწყავად. დელტაში მდებარეობს ქალაქი რეშთი.[1]

ყიზილ-უზენი
قزل اوزن
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
სათავე ზაგროსი
35°46′36″ ჩ. გ. 46°46′28″ ა. გ. / 35.77667° ჩ. გ. 46.77444° ა. გ. / 35.77667; 46.77444
შესართავი შაჰრუდი
36°44′32″ ჩ. გ. 49°17′46″ ა. გ. / 36.74222° ჩ. გ. 49.29611° ა. გ. / 36.74222; 49.29611
სიგრძე 720 კმ
აუზის ფართობი 56,2 ათ. კმ²
მდინარის სისტემა სეფიდ-რუდიკასპიის ზღვა
წყლის დანიშნულება ენერგეტიკული, სარწყავი
წყლის ხარჯი (საშ.) 170 მ³/წმ
ყიზილ-უზენი — ირანი
ყიზილ-უზენი
ყიზილ-უზენი
— სათავე, — შესართავი
ყიზილ-უზენი ვიკისაწყობში

სქოლიო რედაქტირება

  1. КЫЗЫЛ-УЗЕН // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 509.