ყვითელი შროშანი (გვარი)

ყვითელი შროშანი[1] (ლათ. Hemerocallis) — მცენარეთა გვარი ასფოდელოსებრთა ოჯახისა. ცნობილია 20 სახეობა, გავრცელებული არიან ევრაზიის ზომიერი ჰავის ზონაში. მოკლეფესურიანი ბალახოვანი ან სტოლონწარმომქმნელი (ხშირად გამსხვილებული მომმარაგებელი ფესვებით) მრავალწლოვანი მცენარეებია. ფოთლები ხაზური ან ხმლისებრია, ჩვეულებრივ მჭიდრო ფესვისპირა როზეტში. ყვავილები დიდი ზომისაა, ძაბრისებრი, უბრალო ან ბუთხუზა; ფერად წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელ-ყავისფერი; შეკრებილი არიან 10–40 ცალისაგან შემდგარ თავაკისებრ ან საგველისებრ ყვავილედში, უფოთლო საყვავილე ღეროს წვერზე (60–120 სმ სიმაღლის). ყვავილები იშლება მხოლოდ მზიან ამინდში, თითოეული ყვავის მხოლოდ ერთი დღე. ჩრდილის ამტანი, ზამთარგამძლე მცენარეებია, ნიადაგის შემადგენლობაზე მომთხოვნები არ არიან. დეკორატიული მცენარეების სახით ღია გრუნტში ზრდიან ყვითელი (H. fulva), ლიმნისფერ-ყვითელი (H. citrina) და სხვა შროშანების მრავალ ჯიშსა და ფორმას; იყენებენ ჯგუფურ ნარგავებში, მიქსბორდერებსა და თაიგულებში. ამრავლებენ ბუჩქის გაყოფით.[2]

ყვითელი შროშანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  ასფოდელოსებრნი
გვარი:  ყვითელი შროშანი
ლათინური სახელი
Hemerocallis L., 1753
სინონიმები

სქოლიო რედაქტირება

  1. daylily — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. Головкин Б. Н. ЛИЛЕЙНИК // Большая российская энциклопедия. т. 17. — М., 2011. — стр. 470.