ყვითელი ბილწა სოკო

ყვითელი ბილწა სოკო[1] (ლათ. Amanita gemmata) — შხამიანი სოკო Amanitaceae-ის ოჯახისა. ჟანგმიწოვან-მოყვითალო კრიალა ქუდი აქვს, მშრალი, დიამეტრი 4-10 სმ. ნორჩ სოკოს ამობურცული, ხოლო მომწიფებისას ბრტყელი ქუდი აქვს. გვერდები დაღარულია. რბილობი მოყვითალო-მოთეთრო ფერისაა. ფეხი წაგრძელებული. სპორული ფხვნილი თეთრია. ქუდის შეფერილობა ცვალებადია. სახეობა პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს.[2] გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება საქართველოშიც.[3]

ყვითელი ბილწა სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
ქვეგანყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ამანიტასებრნი
გვარი:  ამანიტა
სახეობა:  ყვითელი ბილწა სოკო
ლათინური სახელი
Amanita gemmata

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება