ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი

ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი2003 წლის 18 ნოემბერს ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ სიის სახით გამოცემული სტატია, სადაც შესულია ხმის ჩაწერის მთელი ისტორიის მანძილზე შექმნილი საუკეთესო მუსიკალური ალბომები. სიის შექმნაში მონაწილეობა მიიღო 273-მა ადამიანმა, რომელთა შორისაც იყვნენ ცნობილი მუსიკოსები, კრიტიკოსები, პროდიუსერები და სხვა გავლენიანი პირები მუსიკალურ ინდუსტრიაში — ყოველმა მათგანმა ჟურნალს შესთავაზა თავისი საყვარელი 50 ალბომი. ხმის მიცემის შედეგებს აქვეყნებდა კომპანია Ernst & Young, მისმა ექსპერტებმა ამ მოვლენისათვის საგანგებოდ შეიმუშავეს შედეგების დათვლის განსაკუთრებული სისტემა, რის დახმარებითაც დამუშავებულ იქნა 1600-ზე მეტი განსხვავებული დასახელება. მიღებულ სიას არ გააჩნდა ჟანრობრივი შეზღუდვები, მის პუნქტებს შორის შეხვდებით პოპს, როკს, პანკს, სკას, მძიმე მეტალს, სოულს, ბლიუზს, ფოლკს, ჯაზს, ჰიპ-ჰოპს და აგრეთვე, ამ სტილთა სინთეზის ყველანაირ ვარიანტს. 2005 წელს სია გამოიცა წიგნის სახით. ეს ვარიანტი წინა ვარიანტისაგან ბევრით არ განსხვავდებოდა — მასში დამატებულ იქნა სტივენ ვან ზანდტის მიერ დაწერილი შესავალი.

ქვემოთ მოყვანილია „როლინგ სტოუნის“ მიერ გამოქვეყნებული სიის ნაწილი.

საუკეთესო 20-ეული რედაქტირება

პოზ. ალბომი შემსრულებელი გამოცემის თარიღი
1 Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band The Beatles ივნ 1, 1967
2 Pet Sounds The Beach Boys მაი 16, 1966
3 Revolver The Beatles აგვ 5, 1966
4 Highway 61 Revisited ბობ დილანი აგვ 30, 1965
5 Rubber soul The Beatles დეკ 3, 1965
6 What's Going On მარვინ გეი მაი 21, 1971
7 Exile on Main St. როლინგ სტოუნზი მაი 12, 1972
8 London Calling კლეში დეკ 14, 1979
9 Blonde on Blonde ბობ დილანი ივლ 4, 1966
10 The Beatles The Beatles ნოე 22, 1968
11 The Sun Sessions ელვის პრესლი მარ 22, 1976
12 Kind of Blue მაილს დეივისი აგვ 17, 1959
13 The Velvet Underground & Nico The Velvet Underground და ნიკო მარ 12, 1967
14 Abbey Road The Beatles სექ 26, 1969
15 Are You Experienced The Jimi Hendrix Experience აგვ 23, 1967
16 Blood on the Tracks ბობ დილანი იან 17, 1975
17 Nevermind ნირვანა სექ 24, 1991
18 Born to Run ბრიუს სპრინგსტინი აგვ 25, 1975
19 Astral Weeks ვენ მორისონი სექ 12, 1968
20 Thriller მაიკლ ჯექსონი ნოე 30, 1982

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება