ყემულთა
სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში
ყემულთა[3][4] — სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ქეშელთისა და ფაწის (დიდი ლიახვის აუზი) შესართავთან, ცხინვალი–ონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 1600 მეტრი, ჯავიდან 12 კილომეტრი.
ისტორია რედაქტირება
1921 წელს ყემულთის თემის 20 სოფელი მიეკუთვნა სამხრეთ ოსეთის რევკომს. 1922-90 წლებში შედიოდა ჯავის რაიონის შემადგენლობაში და იყო სასოფლო საბჭოს ცენტრი (სოფლები: აბანო, თლია, ნაზიგინა, სარიტათა, სოხთა, ქვემო მაჩხარა, ქოთანთო, ყემულთა, შიბოითა, ხიხათა). ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 634.