ყაფლან I გირეი (ყირიმ. I Qaplan Geray, قاپلان كراى‎; დ. 1678 — გ. 1738, ჩეშმე, ოსმალეთის იმპერია) — ყირიმის ხანი სამჯერ: 1707–1709, 1713–1716 და 1730–1736[1][2][3] წლებში, სელიმ I გირეის ვაჟი.

ყაფლან I გირეი
Qaplan Giray

ყაფლან I-ის ძეგლი ქალაქ ჩეშმეში
ყირიმის 32-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1707
მმართ. დასასრული: 1709
წინამორბედი: გაზი III გირეი
მემკვიდრე: დევლეთ II გირეი
ყირიმის ხანი (მეორედ)
მმართ. დასაწყისი: 1713
მმართ. დასასრული: 1716
წინამორბედი: დევლეთ II გირეი
მემკვიდრე: დევლეთ III გირეი
ყირიმის ხანი (მესამედ)
მმართ. დასაწყისი: 1730
მმართ. დასასრული: 1736
წინამორბედი: მენლი II გირეი
მემკვიდრე: ფეთიჰ II გირეი
სულთანი: აჰმედ III
მაჰმუდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1678
დაბ. ადგილი: ყირიმის სახანო
გარდ. თარიღი: 1738
გარდ. ადგილი: ჩეშმე, ოსმალეთის იმპერია
შვილები: სელიმ II გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: სელიმ I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია რედაქტირება

ყაფლან გირეი მამამისისა და მისი ძმა გაზის მმართველობის პერიოდში დანიშნული იყო ნურედინად. ის მამის, სელიმ გირეის მსგავსად გამოირჩეოდა სამეხდრო ნიჭით. 1707 წელს პირველად მიიღო ხანის ტიტული. ყაფლანი შეეცადა ჩერქეზი მთავრების ყირიმის სახანოს დაქვემდებარებაში დაბრუნებას. გადავიდა 10 ათას კაციანი არმიით ჩერქეზეთში, მაგრამ დამარცხდა, რის გამოც 1709 წელს ოსმალებმა გადააყენეს თანამდებობიდან და მისი უფროსი ძმით, დევლეთ II გირეით შეცვალეს.

1713 წელს ყაფლან გირეი ისევ დაბრუნდა სახანოს ხელისუფლების სათავეში. მეორე მმართველობის დროს მოუწია ყუბანში მცხოვრები ნოღაელების ამბოხის ჩახშობა. ამ აჯანყებას მისი ძმისშვილი, ბაჰთი გირეი მეთაურობდა. ამის შემდგომ ოსმალებმა ყაფლან I გაიწვიეს ჰაბსბურგები წინააღმდეგ ომში დასახმარებლად, მაგრამ ყირიმელმა ბეგებმა უარი თქვეს მისთვის სამხედრო ძალის მიწოდებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხანმა მაინც მოახერხა ჯარის შეკრება და უნგრეთის საზღვრამდე მიყვანა, მან დააგვიანა, რადგან ოსმალები უკვე დამარცხდნენ. 1716 წელს აჰმედ III-ის ბრძანებით ყაფლანმა დატოვა ყირიმის ტახტი მისი ნათესავის, დევლეთ III-ის სასარგებლოდ და საცხოვრებლად ბურსაში გადავიდა.

1730 წელს ოსმალეთმა ყაფლან I გირეი მესამედ დააბრუნა ყირიმის ტახტზე. 1735 წელს სულთან მაჰმუდმა მას სეფიანთა ირანის წინააღმდეგ ლაშქრობის დაწყება უბრძანა. ყაფლანმა სულთანს ურჩია, გულდასმით აწონ-დაწონილიყო და ეფიქრა ამ ომის ყველა შესაძლო შედეგზე. ირანი გაძლიერებული რუსეთის იმპერიის მოკავშირე იყო და ყირიმელთაგან ასეთ აგრესიას შეიძლება გამოეწვია რუსებთან ახალი ომი. სულთანმა არ გადაიფიქრა თავისი გადაწყვეტილება, ყაფლან გირეიც დაემორჩილა მის ბრძანებას და ჩრდილოეთ კავკასიის გავლით სეფიანთა ფრონტისკენ გაემართა. მარბიელი ლაშქრობების შემდეგ არგუნის ხეობაში ჩეჩნების დიდ წინააღმდეგობას შეხვდა, რის შედეგადაც სასტიკად დამარცხდა. რუსეთის ჯარებმა, როგორც ყაფლანი ელოდა, წამოიწყეს შეტევა ყირიმზე და 1736 წლის გაზაფხულზე დამანგრეველი თავდასხმა მოაწყვეს სახანოს ტერიტორიაზე. მათმა შემოსევამ გამოიწვია მრავალი მსხვერპლი და ნგრევა (კერძოდ, დედაქალაქ ბახჩისარაიში არსებული ხანის სასახლე გადაწვეს, ასევე ყირიმის სახანოს ერთადერთი პორტი კეზლევი). სულთნის ბრძანებით ყაფლანი ნაჩქარევად დაბრუნდა ყირიმში, მაგრამ ჯარში გამეფებული განხეთქილების გამო, მან ვერ შეძლო თავდაცვის სათანადო ორგანიზება. რუსეთის არმიამ ყირიმი ეპიდემიის გამო დატოვეს.

ამის შემდგომ, ოსმალთა სულთნის დივანის განკარგულებით ყაფლან გირეი ჩამოშორდა სახელმწიფო საქმიანობას და თურქეთში გადასახლდა. გარდაიცვალა 1738 წელს, ეგეოსის ზღვის პირას მდებარე ქალაქ ჩეშმეში, დაკრძალეს იქვე. მოგვიანებით მისმა ვაჟმა, სელიმმა შეძლო ყირიმის ხანის ტიტულის მიღება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Гайворонский Алексей. Созвездие Гераев. — Симферополь, 2003 г.
  • О. Гайворонский «Повелители двух материков» тома 1-2
  • Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)

სქოლიო რედაქტირება

  1. Надырпаша Сотавов (2017-09-05). Крах "Грозы Вселенной" в Дагестане. Litres. ISBN 978-5-457-67632-9. 
  2. René Grousset, L'Empire des steppes, Éditions Payot, Paris, réédition 1980, p. 554.
  3. İnalcık, Halil. GAZİ GİRAY III tr. ციტირების თარიღი: 2021-07-17