ყარაუგომი (რუს. Караугом; ოს. Къæрæугомы цъити) — ხეობის ტიპის მყინვარი რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მთა უილფათის (სიმაღლე 4638 მ) ჩრდილო-დასავლეთით. მყინვარის ამჟამინდელი საერთო სიგრძეა 12,2 კილომეტრი, ფართობი 20,55 კმ².[1] მყინვარის ენა ეშვება 1830 მ სიმაღლემდე. ფირნის ხაზი გადის 3440 მ სიმაღლეზე. მყინვარის ენაზე არის ორი დიდი ყინულვარდნილი. 1888–1966 წლებში მყინვარის ბოლომ უკან დაიხია 1225 მ-ით. მყინვარის უკან დახევა დღესაც გრძელდება. ყარაუგომის მყინარიდან გამოედინება მდინარე თერგის მარცხენა შენაკადი ურუხი.[2] ბუნების ძეგლია.[3]

ყარაუგომი
ყარაუგომის ხეობა
ყარაუგომის ხეობა
კოორდინატები: 42°49′08″ ჩ. გ. 43°43′25″ ა. გ. / 42.81889° ჩ. გ. 43.72361° ა. გ. / 42.81889; 43.72361
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ჩრდილოეთი ოსეთი
ქედი კავკასიონი
ფართობი 20,55 კმ²
სიგრძე 12,2 კმ
ტიპი ხეობური
ყარაუგომი — რუსეთი
ყარაუგომი
ყარაუგომი — ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია
ყარაუგომი

სქოლიო რედაქტირება

  1. Сабеев А.Г., Тавасиев Р.А. Вопросы палеогидрологии и водные объекты Национального парка "Адания". — Владикавказ: Терские ведомости, 2014. — С. 25. — 130 с.
  2. Караугом | Географическая энциклопедия
  3. Попов К.П. Памятники природы Северной Осетии. — Владикавказ: Ир, 1994. — 72 с.