ყარაგიე, ბათირი — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა (ოკეანის დონეზე 132 მ-ით დაბლა) გაუდინარი ღრმული. მდებარეობს ყაზახეთში, კასპიის ზღვის აღმოსავლეთით, მანგიშლაყის ნახევარკუნძულზე, ქალაქ აქთაუდან დაახლოებით 50 კმ-ში. აქვს არასწორი ოვალის მოხაზულობა. გადაჭიმულია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 85 კმ, სიგანე 25 კმ. ყარაგიეს ფარგლებშია ბათირის ტბა, რომლის წყლის დონე და ფართობი მეტად ცვალებადია. ქვაბულის ძირი დაფარულია მლაშობებით.

ყარაგიე

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება