ღვთაებრივი კომედია

ღვთაებრივი კომედია — იტალიელი მწერლის დანტე ალიგიერის პოემა.

Comencia la Comedia, 1472

სათაური რედაქტირება

დღემდე საკამათოა, თუ რატომ ჰქვია კომედია პოემას. დანტემ მას მხოლოდ „კომედია“ უწოდა, ხოლო „ღვთაებრივი“ პოეტის გარდაცვალების შემდეგ დაუმატა ეპითეტად ჯოვანი ბოკაჩომ.[1] პოემა, რომელიც 14 წელიწადს იქმნებოდა, ეყრდნობა იმ დროისთვის გავრცელებულ მისტიკურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც იმქვეყნიური სამყაროს ხილვა სულის გადარჩენის გზაა.

შინაარსი რედაქტირება

ეს არის შუა საუკუნეების თეოლოგიური თვალთახედვით აღქმული სულის სამი მდგომარეობა: ყოფნა, განწმენდა, და განახლება, რომელთაც შეესატყვისება სამი სამყარო: ჯოჯოხეთი, სალხინებელი, და სამოთხე. საინტერესოა, თავად დანტე როგორ განმარტავს კომედიას: „კომედია ერთგვარი სახეობაა პოეტური თხრობისა, რომელიც სხვა დანარჩენთაგან განსხვავებულია. ტრაგედიისგან იგი განხვავდება მასალითაც, სადაც ტრაგედია დასაწყისში გაოცების მომგვრელია და წყნარი, ხოლო დასასრულში მწუხარების მომგვრელი და საშინელი; ხოლო კომედია ძრწოლის მომგვრელი ამბით იწყება და სვებედნიერად თავდება. ტრაგედიას პათეტიკური ტონი აქვს, ხოლო კომედიას — დაბალი და უპრეტენზიო. აქედან ნათელია, თუ რად ეწოდება ამ ქმნილებას კომედია, რადგან თუ ჩვენ თვით მასალას დავაკვირდებით, დასაწყისში იგი საშინელია და ძრწოლის მომგვრელი, სახელდობრ ჯოჯოხეთში, დასასრულში კი საამური, ლხენის მომგვრელი, სახელდობრ სამოთხეში. თუ ტონს, მეტყველებისას დავაკვირდებით, იგი მოკრძალებულია და დაბალი. აქ ნახმარია ენა ხალხური, როგორითაც დედაკაცები ბაზარზე ესიტყვებიან ხოლმე ერთმანეთს“.

„ღვთაებრივი კომედია“ მეტისმეტად სიმეტრიულად არის აგებული. იგი იყოფა 3 ნაწილად, თითოეული ნაწილი 33 სიმღერისგან (ლექსისაგან) შედგება და თითოეული მთავრდება სიტყვით Stelle, იგივე ვარსკვლავები. ამრიგად ვიღებთ 99 ლექსს, რომელნიც შესავალ ლექსთან ერთად ჯამურ 100 ლექსს ქმნის. პოემა დაწერილია სამხაზოვანი ტერცინებით (იგივე სტროფები). რიცხვებისადმი ამდაგვარი მიდრეკილება შესაძლოა დანტეს მიერ მათთვის მისტიკურობის მინიჭებით აიხსნას: რიცხვი 3 ქრისტიანული იდეის – სამების გამოხატულება, 33 იესო ქრისტეს მიწაზე ყოფნის წელთა რაოდენობა და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის შესავალი“ (სალექციო კურსი), ხათუნა წიკლაური, საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2014 - გვ. 46