ღაზიისლამურ სამყაროში მოხალისე მეომარი, რომელიც სარწმუნოების, სიმართლისა და სამართლიანობის დასაცავად იბრძვის. ისლამურ წყაროებში პირველად ეს ცნება X-XI საუკუნეში ჩნდება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოგვიანებით, XI-XV საუკუნეებში, ბიზანტიურ-სელჯუკური და ბიზანტიურ-ოსმალური ომების პერიოდში. იგი განსხვავდებოდა იანიჩარის ცნებისგან, რომელიც ღაზისგან განსხვავებით წარმოადგენდა რეგულარული ჯარის მებრძოლს. შემდგომში, ოსმალეთის იმპერიაში ღაზის მნიშვნელობა დაკონკრეტდა და მან მიიღო ომში გამარჯვებულის მნიშვნელობა. სულთან მეჰმედ II-ის დროიდან მოყოლებული ამ ტერმინმა საპატიო ტიტულის მნიშვნელობაც შეიძინა. ღაზის ტიტული იმ მონარქებსა და უმაღლეს მმართველებს ენიჭებოდათ, რომლებიც ურჯულოთა წინააღმდეგ ბრძოლებში გამარჯვებას მიაღწევდნენ. უბრალო მოხალისე მეომრებს კი ბაშიბუზუკები ეწოდათ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • „Ghazw“. Encyclopedia of Islam (CD-ROM v. 1.0 ed.). Brill. 1999.
  • „Ghāzī“. Encyclopedia of Islam (CD-ROM v. 1.0 ed.). Brill. 1999.
  • Lewis, Bernard (1991). The Political Language of Islam. University of Chicago Press. ISBN 0-226-47693-6. , p. 74
  • Firestone, Reuven (1999). Jihad: The Origins of Holy War in Islam. Oxford University Press. ISBN 0-19-512580-0. , p. 34
  • Peters, Rudolph (1996). Jihad in Classical and Modern Islam: A Reader. Markus Wiener Publishers. ISBN 1-55876-109-8. 
  • Wittek, Paul; & Heywood, Colin, translator (2002). The Rise of the Ottoman Empire. Curzon Press. ISBN 0-7007-1500-2. 
  • Holt, Peter M., ed. (1970). The Cambridge History of Islam: Volume 1, The Central Islamic Lands. Cambridge University Press. ISBN 0-521-07567-X. 
  • Robinson, Chase (2002). Islamic Historiography. Cambridge University Press. ISBN 0-521-62936-5. 
  • Rid, Thomas (2009). „Razzia: A Turning Point in Modern Strategy“. Terrorism and Political Violence. 21 (4): 617–635. doi:10.1080/09546550903153449.
  • Mohammed Bamyeh (2006). „The Nomands of Pre-Islamic Arabia“, რედ. Dawn Chatty: Nomadic societies in the Middle East and North Africa: entering the 21st century. BRILL, გვ. 33–49. ISBN 978-90-04-14792-8. 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ღაზი&oldid=4168966“-დან