ქუფიარაბული დამწერლობის უძველესი კალიგრაფიული ფორმა.

ქუფით შესრულებული კალიგრაფია, 8-9 საუკუნე.

ქუფი განვითარდა სინაიტური დამწერლობისაგან. ჩვენამდე მოღწეული უძველესი წარწერები არაბული დამწერლობის ამ ფორმისა, მიეკუთვნება VI საუკუნეს. იგი მუჰამედის გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე შექმნეს არაბებმა. თავდაპირველად, ასოთა გეომეტრიული მოხაზუულობის გამო, იგი მონუმენტების შესამკობად გამოიყენებოდა. თუმცა, მონუმენტებისათვის განკუთვნილი შრიფტი, ისლამის შემოღების შემდეგ ყურანის ტექსტების ჩასაწერად გამოიყენებოდა მე–10 საუკუნემდე. პირველად XII საუკუნეში დაუბრუნდა ქუფის საკუთარი ძველი ფუნქცია და კვლავ დაიწყეს მისი გამოყენება მონუმენტთა ფასადებსა და მონეტებზე.

„ქუფის“ სახელი ეწოდა ქალაქ ქუფას სახელწოდების მიხედვით, რომელიც მდებარეობს ერაყში. ამ ქალაქში მდებარეობდა უმაღლესი სასწავლებელი, რომელშიც არაბი კალიგრაფები სწორედ ამ დამწერლობის ფორმას იყენებდნენ.

ქუფის ხმარების დროს ცალკეული ასო–ნიშნების გამოტოვება სიტყვაში ისეთი ხშირი არ იყო, როგორც ნასხში, რომელიც დღეს გამოყენებადი ყველაზე პოპულარული არაბული შრიფტია. ქუფის დროს ხშირად ასოებს აკლდა დიაკრიტიკული ნიშნები (წერტილები ნიშნების ზემოთ ან ქვემოთ), რომლებიც ერთნაირი მოხაზულობისა და განსხვავებული გამოთქმის ნიშნების განსასხვავებლად გამოიყენება. ეს ნიშნები პირველად გაჩნდა ხალიფა აბდ-ალ-მალიქის დროს (685-705) ყურანის ტექსტებისათვის. ამიტომ ქუფის წაკითხვა გაცილებით ორაზროვანია, ვიდრე სხვა კონსონანტური დამწერლობებისა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Wolfgang Kosack: Islamische Schriftkunst des Kufischen Geometrisches Kufi in 593 Schriftbeispielen. Deutsch - Kufi - Arabisch. 380 Seiten. Verlag Christoph Brunner, Basel 2014, ISBN 978-3-906206-10-3.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ქუფი&oldid=3576358“-დან